უგემრიელესი საჭმელების, თვალწარმტაცი ბუნებისა და მდიდარი ისტორიის წყალობით საქართველო მოგზარობის მოყვარულთა პოპულარულ ადგილად იქცა. ამასთან, ქვეყანას,
რომელიც მიმდინარე წელს ბრიტანელი ტურისტებისთვის მისაწვდომი გახდა პირდაპირი ავიარეისებით (ლონდონის „გატვიკის“ აეროპორტი-თბილისი), უფრო მეტის შემოთავაზება შეუძლია, ვიდრე ხაჭაპური და წითელი ღვინოა. მართლმადიდებელ ტაძრებთან ერთად აქ ჰყვავის ღამის კლუბები და კაზინოები... განა თქვენ ოდესმე გიცეკვიათ მთელი ღამის განმავლობაში საბჭოთა პერიოდის ფაბრიკაში, ტროპიკულ პლაჟზე ან გინახავთ კლდეებში გამოკვეთილი ეკლესიები? აი, ის შვიდი საოცარი მიზეზი, თუ რატომ უნდა ეწვიოთ საქართველოს:
პირველი - საქართველოში ევროპის ყველაზე საოცარი ზღვისპირა ქალაქი
საქართველოს შავიზღვისპირეთში საოცარი სუბტროპიკული მიკროკლიმატია, იქ თავს ისე იგრძნობთ, თითქოს კუნძულ ბალზე ხართ. ყველაზე კარგი ადგილი ბათუმია, სადაც კაზინოიან ცათამბჯენებსა და ეშმაკის ბორბალს ზღვიდანაც შეამჩნევთ. იქვეა ბულვარიც, მე-19 საუკუნისდროინდელი, რომელიც რუდუნებითაა გარემონტებული. ახლოსაა ბოტანიკური ბაღი, რომელიც მთის ფერდობზეა შეფენილი. აქ ნახავთ პალმებს და სხვა მცენარეებს სამხრეთ ამერიკიდან, მექსიკიდან და სამხრეთ-დასავლეთ აზიიდან. ზაფხულობით ჰაერი ტენიანია, ხშირია წვიმა და ჭექა-ქუხილი. ასე რომ, საცურაო კოსტიუმთან ერთად საწვიმარი პლაშჩიც თან იქონიეთ.
მეორე - ბათუმური ყავა
ლონდონის ყავახანებში ქართული ყავის მსგავსს ვერ ნახავთ. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრ ყავას სვამენ, თანაც ტრადიციულად მაგარს და მწარეს, როგორც თურქულს.
მესამე - ღამის გართობები
ბათუმისა და თბილისის ღამის კლუბებში მსოფლიოში ცნობილი დიჯეები მუშაობენ. შეგიძლიათ ეწვიოთ „ბასიანს“ და კლუბს „მტკვარზე“. ასევე დატკბებით „ფაბრიკით“ და სხვა ბარ-რესტორნებით თბილისის ცენტრში.
მეოთხე - ლუდი? რამდენიც გნებავთ!
საქართველო განთქმულია თავისი საუკეთესო ღვინოებით (ამაზე ქვემოთ), მაგრამ თბილისში ლუდის სახარშებიც ბევრია, რომლებიც სანაქებო სასმელით ამარაგებენ ლუდის ბარებს, მაგალითად, სოლოლაკში მდებარე Black Dog Bar. ოღონდ ერთი გაფრთხილება: ქართული ლუდი საკმაოდ მჟავეა და მას უნდა მიეჩვიოთ, თუმცა მისი სმა იდეალურია ცხელ ამინდში. იგივე Black Dog Bar-ში სასიამოვნოა ლუდის დალევა ქართული მწნილით და კამამოყრილი შემწვარი კარტოფილით.
მეხუთე - სამოთხე ველოსიპედისტებისათვის
დიდ ქალაქებისაგან მოშორებით საქართველოში ველოსიპედისტები ჯერ კიდევ იშვათობაა, თუმცა ბოლო დროს სიტუაცია აშკარად იცვლება: სულ უფრო მეტი ველოსპედით მოგზაურობის მოყვარული ცდილობს „გაისეირნოს“ „აბრეშუმის დიდი გზის“ მარშრუტით და აზია-ევროპის შეამერთებელი დერეფნით. ველოსპედისტებს მთის გზებზეც შეხვდებით, ოღონდ გახსოვდეთ: მოერიდეთ ძროხებს, რომლებიც თავისუფალი სიარულის უფლებით სარგებლობენ.
მეექვსე - კლდეში ნაკვეთი მონასტრები
საქართველოში რამდენიმე ცნობილი კლდეში ნაკვეთი ნაგებობაა, რომელთა ნახვისას „ვარსკვლავური ომების“ სცენები გაგახსენდებათ. სასულიერო პირები ცხოვრობენ ვარძიის ეკლესიაში, რომელიც საქართველოს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და რომელშიც სამი ათასამდე ხელით ნაკეთი გამოქვაბულია. უფლისციხე, რომელიც გორთან ახლოს მდებარეობს, ადრეულ ბრინჯაოს ხანაშია შექმნილი. აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს, უდაბნოში მდებარეობს საოცარი საეკლესიო კომპლექსი დავით გარეჯი, სადაც 13 სხვადასხვა რელიგიური ნაგებობაა.
და ბოლოს, მეშვიდე - ქართული ღვინო
ქართველების მტკიცებით, მათი ქვეყანა მევენახოება-მეღვინეობის სამშობლოა და მას ღვინის დამზადების მდიდარი კულტურა აქვს. ქართული ღვინო მზადდება დიდ ამფორებში - ქვევრებში, რომლებშიც ყურძნის წვენი ქარვისფერ სასმელად გადაიქცევა ხოლმე. ქართული ღვინის სმა ქართულ სუფრაზე ხდება, სადაც თამადა - სუფრი გამძღოლი - დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. თამადის როლს, ჩვეულებრივად, ოჯახის უფროსი ასრულებს; იგი წარმოსთქვამს გრძელ სადღეგრძელოებს, დაწყებული უფლის სადიდებლად, დამთავრებული სუფრის წევრებით. ბევრი სადღეგრძელო ყანწებით ისმება.

















