logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"kommersant.ru": თბილისში ბევრი შიშობს, რომ "ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების შემდეგ რადიკალები უკან დაბრუნდებიან და ტერაქტების მოწყობას შეეცდებიან
"kommersant.ru": თბილისში ბევრი შიშობს, რომ "ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების შემდეგ რადიკალები უკან დაბრუნდებიან და ტერაქტების მოწყობას შეეცდებიან
10:47 12.09.2017
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ („დაიშ’), რომელიც სირიასა და ერაყში მარცხს მარცხზე განიცდის, ახალი პრობლემის წინაშე დადგა - მკვეთრად იკლო მის რიგებში ბრძოლის მსურველება, „დაიშ“-ის შევსება ახალი ძალებით თითქმის აღარ ხდება, მათ შორის, საქართველოს პანკისის ხეობიდანაც“, - აღნიშნულია რუსულ გამოცემა «КоммерсантЪ»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

მასში მიმოხილულია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მებრძოლი პანკისელი ქისტების დამსახურება, ჩამოთვლილია დაღუპული მებრძოლებიც.

„ბევრი პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა ერაყის ქალაქ მოსულის სა და სირიის რაქასთან გამართულ ბრძოლებში, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საველე მეთაური ცეზარ თახსოშვილი (ალბარ ალ-შიშანი). იგი აგვისტოს ბოლოს მოკლეს ავიადარტყმის დროს, როცა იგი რაქადან საკუთარი ცოლ-შვილის გამოყვანას ცდილობდა. ცეზარ თახსოშვილი, რომელსაც მშობლიურ ხეობაში ლევანსაც ეძახდნენ, სირიაში საბრძოლველად 2013 წელს წავიდა. იგი ჯერ ბაშარ ასადის მთავრობის მოწინააღმდეგე შეიარაღებულ ოპოზიციაში იყო, შემდეგ კი „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გადავიდა, სადაც „ომის მინისტრი“ მისი თანასოფლელი თარხან ბათირაშვილი (ომარ ალ-შიშანი) იყო. სწორედ თარხანთან მეგობრობით მიაღწია ცეზარმა მნიშვნელოვან გავლენას, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ ქისტები სხვა ბოევიკებმა შეავიწროვეს - მაგალითად, ასე მოქცნენ პანკისელ გურამ გუმაშვილს, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ „იუსტიციის მინისტრობიდან“ გაათავისუფლეს.

დღეს სირიის სამთავრობო ჯარებთან კიდევ ერთი პანკისელი - მურად მარგოშვილი (მუსლიმ ალ-შიშანი) იბრძვის. იგი სირიის ოპოზიციის იმ ფრთას წარმოადგენს, რომელმაც უარი განაცხადა მოლაპარაკებაზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. მურადის გარდა, გავლენას ინარჩუნებს აჰმედ ჩატაევიც მეტსახელად „ცალხელა აჰმედი“, რომელიც ჩეჩნეთის ორივე ომში იბრძოდა. 2012 წელს იგი საქართველოს სპეცსამსახურებმა დააკავეს, ბოევიკთა რაზმის დაღესტანში გადასვლის მცდელობის მომენტში. მოგვიანებით „ცალხელა აჰმედი“ თბილისის სასამართლომ გაათავისუფლა „არასაკმარისი მტკიცებულების გამო“. ამჟამად იგი „ისლამური სახელმწიფოსათვის“ რეკრუტების საკითხს კურირებს და სირიაში იმყოფება.

ბოლო მონაცემებით, პანკისის ხეობის ახალგაზრდებში „ისლამური სახელმწიფოს“ პოპულარობა კლებულობს. როგორც ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: პირველი - გავლენიანი პანკისელი საველე მეთაურების სიკვდილი; მეორე - ქართული სპეცსამსახურების მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებული რამდენიმე წარმატებული ოპერაცია, ადგილობრივი ექსტრემისტების დაპატიმრების მიზნით.

კიდევ ერთი ექსპერტი ტერორიზმის სფეროში ნინო ბურჭულაძე ამბობს, რომ სირიაში საბრძოლველად აჭარიდანაც მიდიოდნენ ხოლმე და, შესაბამისად, ქართულ სპეცსამსახურებს ეს რეგიონიც შეშფოთების საფუძველს აძლევდა. თუმცა აჭარელი მუსლიმანებისა და პანკისელების ქცევა ერთამნეთისაგან განსხვავდება: „სირიაში საბრძოლველად წასული პანკისელი ქისტები საქართველოს არასოდეს არ დამუქრებიან, აჭარელი მუსულმანი ქართველები კი ურწმუნოების დასჯით იმუქრებოდნენ“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სირიაში ბოევიკების წასვლის ფაქტების შემცირებაზე ქართული კანონმდებლობის გამკაცრებამაც იმოქმედა. ბოლო თვეებში ათი ქართველი მოქალაქე დაიჭირეს და გაასამართლეს, ახალგაზრდების გადაბირებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ იდეების პროპაგანდის გამო.

„თუმცა საქმე მხოლოდ რეპრესიებში არაა. მნიშვნელოვანი გავლენა იქონია აგრეთვე რუსული ავიაციის მასიურმა დაბომბვებმაც“, - ამბობს „კომერსანტის“ კორესპონდენტთან საუბარში ნინო ბურჭულაძე. ამჟამად პრეზიდენტ ბაშარ ასადის არმიის წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებში საქართველოდან წასული მხოლოდ 24-27 მებრძოლიღა რჩება. ამ ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საქმეტა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილიც, რომლის თქმით, სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ხელისუფლების მიერ გატარებული მკაცრი პოლიტიკის შედეგად, აგრეთვე ამერიკელი, თურქი და ევროპელი კოლეგების დახმარებით.

სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ დამაცხების კვალობაზე, ბოლო თვეებში გამოიკვეთა ტენდენცია გავლენიანი საველე მეთაურების სხვა ქვეყნებში გადადინების სახით, მაგალითად, ავღანეთში. „კომერსანტის“ მიერ გამოკითხული ექსპერტები ამ მხრივ ასახელებენ ყოფილი ომის მინისტრის თარხან ბათირაშვილის ძმის - თამაზ ცატიაშვილის ავღანეტში გაგზავნის ფაქტს. იგი ბოლო დრომდე „ისლამური სახელმწიფოს“ დაზვერვას კურირებდა და მოსულში იმყოფებოდა.

თბილისში ბევრი შიშობს, რომ "ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების შემდეგ ცოცხლად დარჩენილი რადიკალები უკან, საქართველოში დაბრუნდებიან და ტერორისტული აქტების მოწყობას შეეცდებიან, თუმცა ნინო ბურჭულაძე ამ სცენარის განვითარებას ნაკლებად ელოდება: „არცერთი მათგანი, ვინც პანკისიდან ან აჭარიდან სირიასა და ერაყში წავიდა, უკან ცოცხალი არ დაბრუნებულა და არც დაბრუნდებიან, - ერთმნიშვნელოვნად აცხადებს ექსპერტი და განმარტავს: „ბოევიკებმა მშვენივრად იციან, რომ მათი სირიასა და ერაყში ყოფნა უკვე საიდუმლო აღარ არის და როცა საქართველოში ჩამოვლენ, სამუდამო პატიმრობა ელოდებათ“.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა