logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Le Figaro» (საფრანგეთი): სააკაშვილს სურს პოროშენკო პროვოკაციულ ანკესზე წამოაგოს
«Le Figaro» (საფრანგეთი): სააკაშვილს სურს პოროშენკო პროვოკაციულ ანკესზე წამოაგოს
11:04 11.09.2017
გავლენიანი ფრანგული გამოცემა «Le Figaro» მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლას იზაბელ ლასერის სტატიით ეხმაურება, რომლის რეზიუმეს საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:

ქართული და უკრაინული პოლიტიკუმები მიხეილ სააკაშვილს არ ღებულობენ მისი პოპულარობისა და რადიკალური შეხედულებების გამო. მიუხედავად ამისა, ექს-პრეზიდენტი და ექს-გუბერნატორი აშშ-ს, სადაც მას ბევრი გავლენიანი ნაცნობი ჰყავს, პოლიტიკური თავშესაფარს მაინც არ სთხოვს. რატომ? იმიტომ, რომ ისეთ ადამიანებს, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებსა და ფონდებში მუშაობა არ შეუძლიათ. მათთვის აუცილებელია პოლიტიკური სივრცე, საკუთარი ამბიციების განსახორციელებლად. გარდა ამისა, აშშ-სთან მიხეილ სააკაშვილს უსიამოვნო მოგონებებიც აკავშირებს: როცა მისი პარტია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, თვითონ კი პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ ჯერ ბრიუსელში, შემდეგ კი ნიუ-იორკში წასვლა მოუწია, იგი იძულებული გახდა მხოლოდ ლექტორის ამპლუით, ინტერვიუებით და ბანკეტებით დაკმაყოფილებულიყო, რაც ამბიციური ექს-პრეზიდენტისათვის ნაკლებად პრესტიჟული როლი აღმოჩნდა. მან მოიწყინა და როგორც კი კიევში ამბები დატრიალდა, იგი უკრიანაში ჩავიდა.
"ღირსების რევოლუციამ“ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ახალგაზრდობა დაუბრუნა. როცა თავის უნივერსიტეტელმა მეგობარმა, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ იგი ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა, ექს-პრეზიდენტს სურდა ეჩვენებინა, რომ უკრაინაშიც არის შესაძლებელი გარდაქმნები და რომ საბჭოთა მოდელი არსებობის ბოლო დღეებს ითვლის. უკრაინაში დაბრუნებით მიხეილ სააკაშვილს შორსმიმავალი გეგმები აქვს: მას უნდა პეტრო პოროშენკო პროვოკაციულ ანკესზე წამოაგოს. მისი ამბიციები არ შემოიფარგლება მხოლოდ მოქალაქეობით, ჰორიზონტზე იგი უკრაინის პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის სავარძელს ხედავს.

რამდენად პოპულარულია მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, რომ ქვეყნის ხელმძღვანელის პოსტზე ჰქონდეს პრეტენზია? ჯერ-ჯერობით ამის ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია, მაგრამ აშკარაა, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკრაინაში ყველა ლაპარაკობს, ზოგიერთი კი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ მას შეუძლია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა