logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„kaspiy“(აზერბაიჯანი): უხერხული მიშიკო; სკანდალები ჯერ წინ არის
„kaspiy“(აზერბაიჯანი): უხერხული მიშიკო; სკანდალები ჯერ წინ არის
13:53 10.09.2017
იშვიათი შემთხვევაა, როცა სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული, თანაც ექს-პრეზიდენტი და ექს-გუბერნატორი, თავის სამშობლოშიც და იმ ქვეყანაშიც, რომელშიც მას მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს, ორივეგან ხელისუფლებისათვის თავის ტკივილად იქცეს. სწორედ ასეთი პიროვნებაა მიხეილ სააკაშვილი, რომლის შესახებაც უკრაინამ საქართველოსაგან ექსტრადირების თხოვნა მიიღო, - ნათქვამია აზერბაიჯანულ გამოცემა «Каспiй»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ალი იბრაჰიმოვის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის რეზიუმეს:.
პუბლიკაციაში გადმოცემულია მიხეილ სააკაშვილის „საქმენი საგმირონი“ როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში: ექს-პრეზიდენტისადმი წაყენებული ბრალდებები ქართული თემიდის მიერ, უკრაინის ოფიოციალური პირების განცხადებები ექს-პრეზიდენტის სავარაუდო ექსტრადირების თაობაზე საქართველოში, თუ იგი უკრაინის საზღვრის გადალახვას შეეცდება და ა.შ.
„საკმაოდ გაურკვეველია ის სიტუაცია, როგორ და რატომ აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, მისი კარიერული აღმასვლა და ვარდნა. როგორ მიიღო მან თავის „მეგობარ“ პეტრო პოროშენკოსგან უკრაინის მოქალაქეობა და პასპორტი და როგორ დატოვა იმავე „მეგობარმა“ მოქალაქეობის არმქონე პიროვნებად - თურმე ანკეტა სწორად არ ჰქონია შევსებულიო. რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილი საჯარო და ცნობადი ფიგურა რომ არ ყოფილიყო, ანკეტის შესახებ ამ ბავშვური ნათქვამის დაჯერება შეიძლებოდა. თითქოსდა უკრაინაში არც ინტერნეტი არ არის, არც გაზეთები იბეჭდება და არც ტელევიზია მუშაობს - ხელისუფლებამ არაფერი იცოდა მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი კანონდარღვევების შესახებ, რასაც საქართველო უკვე რამდენიმე წელია აცხადებს.
მიხეილ სააკაშვილმა ორივე ქვეყანაში სკანდალური სიტუაცია შექმნა, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, უკრაინაში. ამასთან, საქართველოსთან მიმართებით რამდენიმე ნიუანსი არსებობს: მართალია, თბილისმა რამდენჯერმე მიმართა კიევს ექს-პრეზიდენტის დაკავება-ექსტრადიციის მიზნით, მაგრამ ბოროტი ხმების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებას მის წინააღმდეგ ხმაურიანი სასამართლოს მოწყობა არ სურს. გარდა ამისა, თუ ექსტრადიციის პროცესი მაინც დაიწყება, შეიძლება ის უსასრულოდ გაგრძელდეს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების წყალობით. პეტრო პოროშენკოსათვის უმჯობესია, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არ შევიდეს და ამერიკაში ან ევროპაში დარჩეს. მაგრამ საქართველოს ექს-პრეზიდენტი ის პიროვნება არაა, რომელიც ყოფილ მეგობრის და ახლა პირადი მტრის წინაშე ქედს მოიხრის. ასე რომ, სკანდალები ჯერ კიდევ წინ არის“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა