logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„Kommersant“(რუსეთი): გაქცეული პრეზიდენტი
„Kommersant“(რუსეთი): გაქცეული პრეზიდენტი
13:48 10.09.2017
მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინაში უნდა დაბრუნდეს, სადაც, როგორც თვითონ ირწმუნება, „მუდმივად ცხოვრობს“ და „ყველა პირადი ნივთი აქვს დატოვებული“. საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი, რომელსაც პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, ქვეყნის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთას და უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „კრაკოვეცთან“ გეგმავს. ამასთან, საქართველოში დაბრუნებას, სადაც მას გაქცეულ დამნაშავედ მიიჩნევენ, მიხეილ სააკაშვილი არ ჩქარობს. თბილისი მის ექსტრადირებას ითხოვს და ექს-პრეზიდენტს ბრალდებების გრძელ სიას უყენებს, მათ შორის საპროტესტო აქციის ძალადობრივ დარბევას, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და საბიუჯეტო სახსრების განიავებას.
მიხეილ სააკაშვილის მსგავს მდგომარეობაში არის (ანუ ეროვნულ მართლმსაჯულებას საზღვარგარეთ ემალებიან) კიდევ სამი პოსტსაბჭოთა ლიდერი - ვიქტორ იანუკოვიჩი (უკრაინა), ასკარ აკაევი და ყურმანბეკ ბაკიევი (ორივე - ყირგიზეთიდან). გავიხსენოთ, რამ მიიყვანა ისინი ასეთ არასასიამოვნო მდგომარეობამდე.
-------
მიხეილ სააკაშვილმა თავისი საქმიანობა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, როგორც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, 2004 წლის იანვარში დაიწყო, საერთო-ეროვნული ეიფორიისა და ფართო მხარდაჭერის პირობებში. მაგრამ მისი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დიდ დროს არ გაუვლია და უკვე 2005 წლის ოქტომბერში პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, სახელმწიფო ინსტიტუტები დეგრადაციას განიცდისო: „დღეს ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მართული პარლამენტი პრეზიდენტის მხრიდან, ფსევდოთავისუფალი პრესა და ილუზორული სამოქალაქო საზოგადოება“. სიტუაცია საქართველოში განსაკუთრებით გამწვავდა 2007 წლის შემოდგომაზე. სექტემბერში ოპოზიციას მიმართა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც პრეზიდენტი ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობაში დაადანაშაულა. ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს ბრალდებებით - თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება, „შავი ფულის გათეთრება“, თუმცა შემდეგ იგი გაათავისუფლეს 10 მილიონი ლარის გირაოდ შეტანის შემდეგ. 5 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გამოსვლის დროს ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა: „დღეს საქართველოს თანამედროვე ადოლფ ჰიტლერი მართავს, რომელსაც მხოლოდ საკუთარი პერსონა და კარიერა აინტერესებს“. ამ დროს თბილისში პარლამენტთან ათი ათასობით ადამიანის მონაწილეობით მიტინგი მიმდინარეობდა. 7 ნოემბერს პოლიციის სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედის“ სტუდიაში შეიჭრა, დააზიანა აპარატურა და მაუწყებლობა შეწყვიტა. ტელეარხის შენობასთან შეკრებილი მხარდამჭერები პოლიციელებმა ხელკეტებითა და ცრემლმდენი გაზის გამოყენებით განდევნეს. „საქართველოს ხელისუფლება ზღვარს გადააბაჯა, როცა პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია და ჟურნალისტებს ტერორიზებდა“, - ეს ორგანიზაცია Rights Watch-ის კონსტატაცია გახლავთ.
მიხეილ სააკაშვილისათვის კიდევ ერთი ზღვარი იყო 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები, მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს. ოპოზიციურმა ბლოკმა „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ პარლამენტში ნახევარზე მეტი ადგილები მიიღო. პრეზიდენტმა თავისი პარტიიის ოპოზიციაში გადასვლა გამოაცხადა. ქვეყანა თანდათანობით ტოვებდნენ სახელმწიფო ჩინოვნიკები - იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, პარლამენტის ტავდაცვა-უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე და სხვები. 2013 წლის ოქტომბერში ისე, რომ თავისი უფლებამოსილების დასრულებას არ დაელოდა, ბრიუსელში გაფრინდა მიხეილ სააკაშვილიც. მოგვიანებით იგი ამერიკაში წავიდა და ტაფსტის უნივერსიტეტის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში ლექციების კურსის კითხვა დაიწყო თემაზე „ევროპული სახელმწიფოებრიობა“.
2014 წლის ზაფხულში თბილისიდან მიხეილ სააკაშვილის მისამართით ბრალდებების სერია დაიწყო: ივლისში მას წაუყენეს უფლებამოსილების გადაჭარბება 2007 წლის მიტინგის დარბევისას და ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონების - ტელეარხის ჩამორთმევა; აგვისტოში - საბიუჯეტო თანხების განიავება. 14 აგვისტოს გამოცხადდა ექს-პრეზიდენტის ქვეყნის შიგნით ძებნა, ხოლო 31 აგვისტოს - საერთაშორისო ძებნა. სექტემბერში დაყადაღდა მისი პირადი საბანკო ანგარიშები საქართველოში. 2015 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ უკრაინის გენპროკურატურამ უარი თავა საქართველოს პროკურატურის თხოვნის დაკმაყოფილებაზე მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და მისი ექსტრადირების შესახებ. 6 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „გაკვირვებული ვარ იმით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ. როგორც მე მითხრეს, იგი პრეზიდენტის მრჩევლადაა დანიშნული. ვნახე ის კადრებიც, სადაც უკრაინის უშიშროების მინისტრი რჩევებს მიხეილ სააკაშვილს ეკითხება. ვფიქრობ, უკრაინის ხელისუფლება სერიოზულ შეცდომას უშვებს: მიხეილ სააკაშვილი ხომ ის პიროვნებაა, რომელმაც ქვეყანას 2008 წლის ომი თავიდან ვერ ააცილა და რჩევების მიღება ასეთი ავანტიურისტისაგან აშკარა შეცდომაა“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა