logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი მარგველაშვილი: „ბრექსითი“ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე ნეგატიურად მოქმედებს
გიორგი მარგველაშვილი: „ბრექსითი“ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე ნეგატიურად მოქმედებს
13:43 10.09.2017
საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ შესაძლოა მისი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე „ბრექსითმა“ და რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ ნეგატიური გავლენა მოახდინოს. ამის მიუხედავად, გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ მიზნად ევროკავშირში გაწევრიანებას მიიჩნევს.
ამის შესახებ პრეზიდენტის მიერ ფრანგულ ტელეკომპანია «Euronews TV»-სთვის მიცემულ ინტერვიუშია საუბარი.
კაცმა რომ თქვას, საქართველო უკვე ევროკავშირის ჭიშკართან დგას. თბილისმა უკვე მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებთაც ბიომეტრული პასპორტები აქვთ, შენგენის ზონის ქვეყნებში წასასვლელად ვიზები აღარ ჭირდებათ. საქართველოს მტკიცე და მჭიდრო კავშირები აქვს აგრეთვე აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებთან.
საქართველომ ევროპული ინტეგრაციისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა განსაკუთრებით რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იგრძნო. კავკასიურმა ქვეყანამ კონტროლი სრულად დაკარგა თავის ნაწილებზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. ქართული არმია დამარცხდა. ბრიუსელმა იმ დროს მოსკოვის ქმედება დაგმო და მისი „ძალისმიერი პოლიტიკა“ მიუღებლად ჩათვალა. ევროკავშირის ქვეყნებმა არ აღიარეს სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობაც. იმავე წელს ნატოს ქვეყნების ლიდერებმა მოილაპარაკეს და განაცხადეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდებოდა.
უკვე 13 წელია, რაც საქართველო განუხრელად წინ მიიწევს სანუკვარი მიზნისაკენ - ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ. ევროკავშირთან თანამშრომლობა საქართველოსთვის მის ჩრდილოელ მეზობელზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებასაც ნიშნავს.
ბრიუსელზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოში დაწყებულმა რეფორმებმა, სახელმწიფო მართვის გაუმჯობესებამ და კორუფციასთან ბრძოლამ, მაგრამ ბოლო დროს ევროკავშირს ბევრი საკუთარი პრობლემაც გაუჩნდა (დიდი ბრიტანეთის „ბრექსითის“ სახით), რაც საქართველოსთვის ევროკავშირისაკენ მიმალ გზაზე ერთგვარ დაბრკოლებად იქცა. ამ საკითხზე თავის აზრს გვამცნობს ინტერვიუს დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც „ევრონიუსის” კორესპონდენტი სერჯიო კანტონე ესაუბრება.
„ვფიქრობ, რომ ევროკავშირის წინაშე გაჩენილი პრობლემები და გამოწვევები ამ ორგანიზაციაში საქართველოს ინტეგრირებას აყოვნებენ. ერთ-ერთ ასეთ პრობლემას „ბრექსითის“ ფაქტი წარმოადგენს. გარდა ამისა, არსებობს აგრეთვე რუსეთის ფაქტორიც, რომელსაც მე [მოსკოვის] ევროკავშირთან უთანხმოების კონტექსტში კი არ განვიხილავ, არამედ საქართველოს, უკრაინის და რუსეთის სხვა მეზობლების ევროპული ინტეგრაციის კონტექტსში, რაზედაც რუსეთი ძალზე აგრესიულად რეაგირებს“, - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
„ევრონიუსის“ კორესპონდენტის შენიშვნაზე - „იგივე რუსეთს კარგი ურთიერთობა აქვს ევროკავშირის ზოგიერთ წევრ-სახელმწიფოსთანო“, გიორგი მარგველაშვილი პასუხობს: „ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ამ „კარგი ურთიერთობის“ ფასს ზოგჯერ რეგიონში სიტუაციის გამწვავება წარმოადგენს, რომლითაც, საბოლოო ჯამში, თვითონ ეს ქვეყნები ზარალდებიან. თუ რომელიმე სახელმწიფო მოსკოვთან ორმხრივ ურთიერთობებს ავითარებს და ივიწყებს საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებს, მაშინ საბოლოო ჯამში ეს პრობლემები მას უკან დაუბრუნდება. ეს ისტორიის კანონია“.


წყარო: «Euronews TV»

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა