logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Day»(აზერბაიჯანი): სომეხი ნაციონალისტები ქართველების ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე პრეტენზიებს აცხადებენ და თან ქართველებისაგან ლოიალობასა ელოდებიან
«Day»(აზერბაიჯანი): სომეხი ნაციონალისტები ქართველების ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე პრეტენზიებს აცხადებენ და თან ქართველებისაგან ლოიალობასა ელოდებიან
09:54 10.09.2017
აზერბაიჯანულ გამოცემა «Day»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში კომენტირებულია სომხეთის ნეგატიური პოზიცია ბაქოში გამართული აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მიმართ.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ზულფუგარ იბრაჰიმოვის ავტორობით გამოქვეყნებულ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
„როგორც ცნობილია, მინისტრების ერთობლივ ბრიფინგზე მევლიუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეის სხდომაზე სამივე ქვეყანა ერთიანი პოზიციით გამოვა - აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების შესახებ, ტერიტორიული მთლიანობის ჩარჩოებში.
ამასთან დაკავშირებით უნდა ვთქვათ: ფაქტია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი გაეროს გენასამბლეის სხდომაზე არაერთხელ განხილულა, რაც არ ითქმის მთიან ყარაბაღზე. გაეროში ყარაბაღის პრობლემა თითქოსდა არც არსებობს. ამგვარი სიტუაცია არა მარტო ხელს არ უწყობს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას, არამედ სომხეთს ცრუ გრძნობას აღუძრავს იმაზე, რომ საერთაშორისო საზოგადოება მის მხარეზეა აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპირების საკითხში. ასეთი ფონი ოკუპანტ სომხეთს აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართულ ახალ- ახალი პროვოკაციებისაკენ უბიძგებს. ერევანს ჰგონია, რომ მისი მოქმედება დაუსჯელი დარჩება.
ამ თვალსაზრისით აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ბაქოში გამართული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ბაქო და თბილისი მართლაც უნდა გამოვიდნენ ერთად ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხებში. რასაკვირველია, აზერბაიჯანი ყოველთვის მხარს უჭერდა და მომავალშიც დაუჭერს საქართველოს გაეროში რეზოლუციის ხმის მიცემისას, თუმცა ქართველი პარტნიორებიც უნდა გააქტიურდნენ ბაქოს მხარდასაჭერას, რადგან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი პირველი კონფლიქტია პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპაში. სწორედ მისგან დაიწყო სხვადასხვა სეპარატისტული მოძრაობები. მთიანი ყაბაღი რეგიონში სეპარატიზმის მთავარი წყაროა: მას თუ დააშრობ, სხვებიც დაშრებიან.
მინისტრების სამიტმა და შეხვედრის დროს მიღებულმა სამოქმედო გეგმებმა სომხეთის გაღიზიანება გამოიწვია. ჩვენი მეზობლები, როგორც ყოველთვის, შეეცადნენ ყველაფერი ყირამალა წარმოედგინათ და ბაქოს სამიტში საკუთარი თავისთვის საფრთხე დაენახათ. რაღაც დონით ეს სინამდვილეს შეესაბამება: საფრთხე მათთვის იმაში გამოიხატება, რომ გაეროში საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი მოქმედება წერტილს დაუსვამს სომხეთის მიერ პროპაგანდირებულ წარმოდგენებს, რომ სეპარატისტები თითქოსდა კარგებიც არიან და ცუდებიც.
სომხური მასმედია უკვე ცდილობს სეპარატიზმის თემა მიაჩუმათოს და ლაპარაკი სულ სხვა მიმართულებით წაიყვანოს - ბაქოს შეხვედრის შედეგების წინააღმდეგ საოცრად უგუნურ გამოხტომებს აკეთებს. აი, მაგალითად, რას წერენ სომხური «Lragir»-ის ანალიტიკოსები: „თურქი მინისტრის განცხადებამ შეიძლება სომხეთში ანტიქართული განწყობა და რეაქცია გამოიწვიოს. როგორც ჩანს, მევლიუთ ჩავუშოღლუმ განცხადება სწორედ ამ მიზნით გააკეთაო“ და შემდეგ უფრო შთამბეჭდავად ამატებენ: „აშკარაა, რომ საქართველოსთან აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის ერთ-ერთ მიზანს სომხურ-ქართული ურთიერთობების ტორპედირება წარმოადგენსო“
ვაჰ, ეს რა სისულელეს როშავენ ჩვენი მეზობლები?
საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-სომხეთის ურთიერთობები არასდროს არ ყოფილა ტოლფასიანი და მათი ერთმანეთთან შედარებაც კი არ შეიძლება. აზერბაიჯანი საქართველოსთვის ნამდვილი მეგობარია - ისეთი მეგობარი, რომელიც მას [გაჭირვების ჟამს] მხარში უდგას, რაც არაერთხელ დადასტურებულა ბოლო ათეული წლების განმავლობაში. ჩვენს ქვეყნებს ერთნაირი საერთო ინტერესები აქვთ როგორ პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. სამ სახელმწიფოს - აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს ერთმანეთთან მსხვილი რეგიონული პროექტები აკავშირებს. სრულიად თანმხვედრია ხედვები და ინტერესები ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხებშიც. ყველასათვის ცნობილია, რომ სეპარატიზმი საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელია, მისგან საქართველომ ძალიან დაზარალდა. ჰოდა, რა შუაშია აქ აზერბაიჯანი? სომხების მცდელობა თავის მხარეს გადაიბიროს ქართველები, მთიანი ყარაბაღის საკითხში, სულელური და უპერსპექტივოა. ბოდიში და სომხები თავს სრულ იდიოტებად წარმოაჩენენ, როცა „აზერბაიჯანის აგრესიაზე“ ლაპარაკობენ.
რაში გამოიხატება დღეს სომხურ-ქართული ურთიერთობა? მუდმივ პრობლემებსა და შეხლა-შემოხლებში. სომეხი ნაციონალისტები პრეტენზიებს აცხადებენ ქართველი ხალხის ისტორიაზე, საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაზე და ამ დროს ისინი ქართველებისაგან ლოიალობასა და გულღიაობას ელოდებიან?! ძალზე უცნაური დიპლომატიაა, ღმერთმანი.
კიდევ უფრო არასერიოზულობაა იმის ვარაუდი, რომ ბაქოს, თბილისისა და ანკარის მსჯელობები თითქოსდა სომხეთისა და ნატოს ერთმანეთთან დაახლოების წინააღმდეგაა მიმართულიო. ასეთ თვალსაზრისში არავითარი ლოგიკა არ არის და ნათელია, რომ სომეხი ექსპერტები ამ „არგუმენტით“ უიმედო, გამოუვალი სიტუაციის გამო სარგებლობენ. სწორედ თვითონ სომხეთმა გვაჩვენა ამ დღეებში თავისი „სწრაფვა“ ალიანსში, როცა უარი განაცხადა ნატოს წრთვნებში მონაწილეობაზე, მოსკოვური წკიპურტის შემდეგ.
საქართველოსთან თანამშრომლობით სომხეთისათვის არანაირი „უსაფრთხოების დივერსიფიცირების“ არავითარი პერსპექტივა არ არსებობს. იმიტომ, რომ სომხეთი ამ საკითხში რუსეთზეა მიწებებული: უკვე გაერთიანებულია ჯარები, გაერთიანებულია ჰაერსაწინააღმდეგო დაცვაც... და ეს ყველაფერი ნატოს წინააღმდეგაა მიმართული, რეგიონში ალიანსის გავლენის აღსაკვეთად. ამას ვერავინ ვერ უარყოფს. სომხეთმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიაზროს, რომ მას წრთვნებში მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ „ყბადაღებული“ ბალანსის გამო იწვევენ, რომლის დაცვას დასავლეთი ცდილობს, სომხური ლობის ზეწოლით, თორემ არავითარი სხვა მიზეზი არ არსებობს, ნატოს სომხეთი რომ აინტერესებდეს.
დასასრულს, ჩვენს მეზობლებს ვურჩევთ, ნუ დაიწყებენ ველოსიპედის გამოგონებას და ნუ ეძებენ შავ კატას ბნელ ოთახში, როცა წინასწარ იციან, რომ ის იქ არ არის“.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა