logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ):„ციანიდის საქმის“ ფინალი-მეუფე დიმიტრი შემდეგი პატრიარქი აღარ იქნება
«Radio Voice of America» (აშშ):„ციანიდის საქმის“ ფინალი-მეუფე დიმიტრი შემდეგი პატრიარქი აღარ იქნება
09:08 10.09.2017
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა, რომელიც საზოგადოებას „კაბელების“ არანაკლებ სკანდალური საქმიდან ახსოვს, „ციანიდის საქმეზე“ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 37 წლის მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ 33 წლის დეკანოზი გიორგი მამალაძე არა „ანგარების“ არამედ, „შურისძიებით მოტივით“ „ამზადებდა“ საქართველოს პატრიარქის ილია მეორის პირადი მდივნის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას. ეს მაშინ როცა, მთავარ პროკურატურას მთელი ბრალდება აგებული ჰქონდა იმაზე, რომ გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მოკვლას სწორედ „ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით“ გეგმავდა.
მოსამართლემ „ანგარების“ ნაცლად, დეკანოზ გიორგი მამალაძის ქცევაში „შურისძიების“ მოტივის ამოცნობა შეძლო და სასულიერო პირისადმი წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 18-109 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, სსკ-ის 18-108-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა. თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელმაც არცერთ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო, მოსამართლის განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.
დეკანოზი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა ნაწილი, წმინდა სინოდის წევრის, ჭყონდიდის მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს ჩათვლით, მიიჩნევენ, რომ სისხლის სამართლის საქმე თავიდან ბოლომდე „თეთრი ძაფით“ არის ნაკერი. ეს შეფასება დღეს, საგანგებო ბრიფინგზე სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც გაიზიარა:
„გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა. სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის შედეგად აშკარად გამოიკვეთა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას განხორციელებულმა დარღვევებმა საქმის სასამართლო განხილვაზეც იქონია გავლენა და ხელი შეუშალა ბრალდებულსა და ადვოკატებს დაცვის სრულყოფილად განხორციელებაში. გამოძიების პირველი დღიდანვე უდანაშაულობის პრეზუმფციის და მხარეთა თანასწორობის უფლების დარღვევა მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა არაერთი ხარვეზისა, რომელთაც მოგვიანებით იჩინა თავი. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მიუღებელია სასამართლო პროცესის სრულად დახურვის გადაწყვეტილება, რამაც საზოგადოებას სხდომების მიმდინარეობაზე დაკვირვების შესაძლებლობა წაართვა. პირდაპირ შეიძლება აღინიშნოს ამ დარღვევებმა აშკარა და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს პროცესის სამართლიან მიმდინარეობას“.
მთავარმა პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც იმ დროისთვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ეჭირა, პარალელურად კი ეკლესიის საკუთრებაში არსებული - „საპატრიარქოს წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრისა“ და „ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლის“ დირექტორი იყო, 2017 წლის 10 თებერვალს დააკავა, თუმცა ოფიციალურად ინფორმაცია მხოლოდ 3 დღის შემდეგ გაავრცელა.
ბრალდების მიხედვით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მის მეგობარს ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს პირად საუბარში უთხრა, რომ „მაღალი რანგის სასულიერო პირის მკვლელობას“ გეგმავდა და ამისთვის ქიმიური ნაერთი - ციანიდი სჭირდებოდა. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ ეს ინფორმაცია პროკურატურას 2017 წლის 2 თებერვალს მიაწოდა, შემდეგ კი დეკანოზი ფარულად რამდენჯერმე გადაიღო. პროკურატურამ, ირაკლი მამალაძის ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება ოფიციალურად დაიწყო და სასულიერო პირზე ფარული თვალთვალიც დააწესა.
პროკურატურის ვერსიით, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის აეროპორტში დააკავეს, როცა იგი გერმანიაში გაფრენას აპირებდა. იმ დროს, ბერლინში, პატრიარქი ნაღვლის ბუშტის ოპერაციისთვის ემზადებოდა. ილია მეორეს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირთა ნაწილთან ერთად, გერმანიაში თან შორენა თეთრუაშვილიც ახლდა. ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ციანიდი, აეროპორტში გიორგი მამალაძის ბარგიდან ამოიღეს.
რატომ მიიჩნევს დაცვის მხარე, საზოგადოების და სასულიერო პირთა ნაწილი რომ საქმე გაყალბებულია?
მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეზე მიმდინარეობდა თვალთვალი, პროკურატურამ რატომღაც ვერ დაადგინა, სასულიერო პირმა 2-10 თებერვლის პერიოდში, ვისგან და რა ვითარებაში შეიძინა მომწამლავი ნივთიერება. ციანიდი თითქოს ამოღებული იქნა თბილისის აეროპორტის საბარგო განყოფილებიდან, მას შემდეგ რაც დეკანოზმა გაიარა რეგისტრაცია და მისი კუთვნილი ჩანთა ჩააბარა. თუმცა, არც ამ მტკიცებულების დამადასტურებელი ვიდეოკადრები არსებობს. არადა, აეროპორტის ტერიტორიაზე რამდენიმე სათვალთვალო კამერაა. თავად დეკანოზი აცხადებს, რომ იგი ავტომანქანაში დააკავეს და აეროპორტში მისვლა საერთოდ ვერ შეძლო.
რვა თვიანი სასამართლო განხილვის შემდეგაც გაუგებარია, რა მიზნით უნდა მოეკლა და რა სარგებელს ნახავდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობით 33 წლის დეკანოზი?
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი, იურისტი ლია მუხაშავრია ამბობს: „თუ ერთი წუთით ვივარაუდებთ, რომ ასეთი საზარელი დანაშაული მზადდებოდა, ცხადია, ყველანი ვთანხმდებით, რომ ვერც მომზადების და ვერც აღსრულების თვალსაზრისით, ერთი პირი ამას ვერ განახორციელებდა. მით უფრო ეს საეკლესიო პირია, დეკანოზი.
ყველას გვიშნდება კითხვა, თუ ვინ დგას მის უკან? რა ჯგუფთან ერთად მოქმედებდა ეს ადამიანი? იმის ნაცვლად, რომ პროკურატურას სხვა სავარაუდო დამნაშავეებზე უფრო მეტი მყარი მტკიცებულებები მოეპოვებინა, პროკურორები აცხადებენ, რომ მათ ისიც კი ვერ გაიგეს, ეს ციანიდი დეკანოზმა ვისგან შეიძინა. სწორედ ამიტომ დეკანოზის ბარგიდან ამ ნივთიერების ამოღების ფაქტი ძალიან დიდ კითხვებს ბადებს საზოგადოებაში“.
დეკანოზი გიორგი მამალაძე კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ძმისშვილის, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრის სულიერი შვილია. საქართველოს საპატრიარქოს იერარქიულ კიბეზე, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ბათუმის ეპარქიის სემინარიის კურსდამთავრებული სწორედ დიმიტრი შიოლაშვილის ძლიერი მხარდაჭერით დაწინაურდა და პატრიარქის დიდი ნდობითაც სარგებლობდა. დეკანოზი მამალაძე მართლმადიდებელ ეკლესიას ასევე წარმოადგენდა 4 კომპანიაში: „სუერტესში“, „ტოროქსში“, „დიმოილსა“ და „ოპტიმუსში.“ კომპანია „დიმოილი“ ნავთობპროდუქტების იმპორტით არის დაკავებული.
დეკანოზ მამალაძის დაკავების შემდეგ, ჯერ თანამდებობა, შემდეგ კი საქართველო დატოვა პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა, რომელიც მეუფე დიმიტრის სიძეა. თვით მეუფე დიმიტრიმ კი რომელსაც „ციანიდის საქმემდე“ პატრიარქის ტახტზე, ილია მეორეს მემკვიდრედ განიხილავდნენ, დეკანოზის დაპატიმრების შემდეგ საჯაროდ განაცხადა, რომ „ამ უმძიმესი ტვირთისთვის, პატრიარქობისთვის მზად არ არის და ამას გამორიცხავს“. 5 სექტემბერს მეუფე დიმიტრიმ ასევე გამორიცხა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე "შორენა თეთრუაშვილის ან პატრიარქის მკვლელობას გეგმავდა“ და ხაზი გაუსვა, რომ სულიერი შვილი „არ გაუწირავს და რადგან ამ ყოველივეს თანამონაწილე არ ყოფილა“.
დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვის მხარე აპირებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბუგიანიშვილის განაჩენი სააპელაციოში, შემდეგ კი საჭიროების შემთხვევაში, უზენაესში და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გაასაჩივროს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა