logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"novoye-vremya"(აზერბაიჯანი): სიცოცხლისუნარიანია თუ არა „სამმხრივი კავშირი“?
"novoye-vremya"(აზერბაიჯანი): სიცოცხლისუნარიანია თუ არა „სამმხრივი კავშირი“?
11:45 07.09.2017
"მსოფლიოში გაუარესებული გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე რეგიონული კავშირების თემა სულ უფრო აქტუალური ხდება. ეს სწორი მიდგომა, რადგან თანამედროვე გამოწვევების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა ერთად შედარებით იოლია და ეკონომიკური თანამშრომლობაც მომგებიანია. დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ლიდერებიც მეტ-ნაკლებად ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ. დრომ გვაჩვენა, რომ „სამმხრივი ღერძი“, რომელშიც ეს ქვეყნები შედიან, სიცოცხლისუნარიანია და მას სამივე ქვეყნისათვის პოლიტიკურ-ეკონომიკური დივიდენდები მოაქვს"-ამის შესახებ აზერბაიჯანულ გამოცემა «Новое время»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი, რომლის ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:

მკითხველს შევახსენებთ, რომ ბაქოში ექვს სექტემბერს გამართული სამმხრივი შეხვედრა უკვე მეექვსეა ტრაპიზონის (2012 წლის 8 ივნისი), ბათუმის (2013 წლის 28 მარტი), განჯის (2014 წლის 19 თებერვალი და 10 დეკემბერი) და ბოლოს - თბილისის (2016 წლის 19 თებერვალი) შეხვედრის შემდეგ. გუშინ კი, ბაქოში მინისტრებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს და 2017-2019 წლებში მუშაობის გეგმა დაამტკიცეს.

ბუნებრივია, გეგმა სამმხრივ ფორმატში ურთიერთობის განმტკიცებისკენაა მიმართული. ჩვენს რეგიონში ვითარება თითქმის ყოველდღიურად იცვლება და ამიტომ გადაწყვეტილება, როგორც იტყვიან, სწრაფად და მოვლენების კვალდაკვალ უნდა იქნეს მიღებული. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს მსგავსი ტერიტორიული პრობლემები აქვთ, ერთმანეთისადმი მხარდაჭერა საერთაშორისო დონეზე ზედმეტი არასოდეს არ იქნება.. სხვათა შორის, ეს ასეც ხდება და ბაქოში აღინიშნა კიდეც ორი მეზობლის ერთმანეთისადმი სოლიდარული მოქმედება.

მაგრამ „სამმხრივი კავშირის“ ყველა პლუსთან ერთად არ შეიძლება არაფერი არ ვთქვათ „მედლის მეორე მხარეზეც“, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული მსოფლიოში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ სიტუაციასთან, მათ შორის - თურქეთის ურთიერთობასთან დასავლეთის სახელმწიფოებთან. საიდუმლო არაა, რომ ჩვენი მეზობელი საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე ოცნებობს და თუ თბილისის ლტოლვას ობიექტურად შევაფასებთ, მას უკრაინაზე მეტი შანსები აქვს ნატოში მიღების საკითხში. ნატოელი გენერლები თბილისის ხშირი სტუმრები გახდნენ, ყოველწლიურად ტარდება ნატოს მანევრები, რაც, თავის მხრივ, მოსკოვის მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევს. ოფიციალური ბაქო, მართალია, ნატოს სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობს (მაგ. „პარტნიორობა მშვიდობისათვის“) და ალიანსს ავღანეთის სამშვიდობო მისიის შესრულებაშიც დახმარებასაც უწევს, მაგრამ იმავდროულად აზერბაიჯანი, საქართველოსაგან განსხვავებით, ნატოში გაწვრიანებაზე საჯაროდ არ ლაპარაკობს.

თურქეთი, რომელიც ნატოს წევრია, ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ალიანსის სამხრეთის ფლანგზე, უფრო სწორედ - ამ ფლანგს ფარავდა. მაგრამ თურქეთისა და ნატოს დღევანდელი ურთიერთობა, ერთი მხრივ და მეორე მხრივ - თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობა იდეალურისაგან ძალიან შორსაა. ანკარის მოლაპარაკებები ევროკავშირთან მასში გაწევრიანების შესახებ, რომელიც 2004 წლიდან მიმდინარეობს, როგორც იტყვიან, „ბეწვზე ჰკიდია“ და მათი შეწყვეტა ყოველ წუთს არის მოსალოდნელი. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ამ დღეებში სწორედ ეს განაცხადა - მოლაპარაკების შეწყვეტას ვაპირებთო... და თუ გერმანია რაიმეს გაკეთებას გადაწყვეტს, როგორც მას სურს, ისე იქნება, გასაგები მიზეზების გამო.

ანტითურქული ისტერია, რომელიც ევროპულ დედაქალაქებში მიმდინარეობს, არ შეიძლება არ აისახოს ნატო-თურქეთის ურთიერთობაზეც, რომელსაც „უღრუბლოს“ უკვე დიდი ხანია ვერ ვუწოდებთ. თურქეთში მდებარე ნატოს ბაზა „ინჯირლიყი“ ანკარასა და ბრიუსელს შორის განხეთქილების ვაშლად იქცა: ანკარა ბაზის მეთაურობას ბრალს სდებს 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ხელშეწყობაში. ბუნებრივია, გერმანულ-თურქულმა დაპირისპირებამ თავისი ნეგატიური შედეგიც გამოიღო: გერმანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა „ინჯირლიყის“ ბაზა დატოვეს. თურქეთსა და ნატოს შორის სიტუაცია ისეა გამწვავებული, რომ ანკარელი პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან გამოსვლას და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ინტეგრირებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნატოსა და ევროკავშირის მიმართ თურქეთ-საქართველო- აზერბაიჯანის პოზიციების სხვადასხვაობა ამა თუ იმ დონით ყოველთვის გამოჩნდება.

რაც შეეხება კონკრეტულად აზერბაიჯანს: რასაკვირველია, ჩვენს ქვეყანას არ შეუძლია არ გაითვალისწინოს რეგიონის ქვეყნებისა და განსაკუთრებით ძირითადი გეოპოლიტიკური მოთამაშეების ინტერესები. როგორც ჩანს, სამმხრივი ალიანსის შემდგომი პერსპექტივაც ამ კუთხით უნდა იყოს განხილული. ასეთი მიდგომა სასარგებლო იქნება როგორც ბაქოსათვის, ასევე თვით სამმხრივ კავშირისათვისაც.




http://www.novoye-vremya.com/w104498/.../#.WbC7SYqQzs0






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა