logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Lragir»(სომხეთი): სერჟ სარგსიანმა აშშ-ის ელჩი ფაქტის წინაშე დააყენა
«Lragir»(სომხეთი): სერჟ სარგსიანმა აშშ-ის ელჩი ფაქტის წინაშე დააყენა
09:27 06.09.2017
სომხური გამოცემა «Lragir»-ი, სომხეთის მიერ, საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო სამხედრო წვრთნაში მონაწილეობაზე გაცხადებულ უარს მიმომხილველ აკოფ ბადალიანის სტატიით ეხმაურება, რომლის ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

სომხეთის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ არტაგ ზაქარიანმა, კომენტარი გაუკეთა რა საქართველოში დაწყებულ ნატოს სამხედრო წრთვნებში სომხეთის მონაწილეობის უარს, განაცხადა, რომ ერევანს საბოლოო თანხმობა მიცემული არ ჰქონდა და ამიტომ ჩვენს მიერ გაცხადებულ უარში უცნაური არაფერი არ არისო. მინისტრის მოადგილემ უარყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება, თითქოსდა სომხეთის უარი წრთვნებში აზერბაიჯანის მონაწილეობამ განაპირობა. არტაგ ზაქარიანმა ისიც აღნიშნა, რომ სომხეთი გააგრძელებს «ОДКБ»-ის („კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ რუსული აბრევიატურა) წევრობას.
მინისტრის მოადგილე მართალს ამბობს - 3-10 სექტემბერს დაგეგმილ ნატოს წრთვნებში მონაწილეობა სომხეთს ოფიციალურად არ განუცხადებია, მაგრამ ასევე არ უარყვია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამასწინანდელი განცხადება, რომ წრთვნებში სომხეთიც მონაწილეობსო, მით უმეტეს, რომ ამ განცხადებას სომხურ პრესაში საკმაოდ ბევრი პუბლიკაცია მოჰყვა.
შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ ის, რომ სომხეთი მართლაც გეგმავდა წრთვნებში ჩაბმას, მაგრამ ყველაფერი უეცრად შეიცვალა ბოლო მომენტში? სხვათა შორის, ჩვენ ასე გავაკეთეთ 2009 წელსაც, როცა ბოლო მომენტში უარი ვთქვით ნატოს მაშინდელ წრთვნებზე. მაგრამ იმ დროს თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და უარის მიზეზად „შექმნილი გარემოებები“ დაასახელა. სინამდვილეში კი, როგორც ჩანს, იმ დროს მიზეზი ქართულ-რუსული ურთიერთობების გამწვავების ესკალაცია იყო, ხუთდღიანი ომიდან 9 თვის შემდეგ. ნატოს წრთვნების დაწყებამდე ორი დღით ადრე საქართველოს არმიის ერთ-ერთ სატანკო ბრიგადაში ამბოხება მოხდა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამბოხი ჩააქრო და განაცხადა, ყველაფერი რუსეთის ბრალიაო. შესაბამისად, თბილის-მოსკოვის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა. სწორედ ამიტომ თქვა უარი მაშინ სომხეთმა წრთვნებში მონაწილეობაზე: ერევანს ან თვითონ არ სურდა კრემლის განაწყენება, ან კრემლმა ურჩია, მოეშვი მაგ წრთვნებსაო.

მაშინ ასე მოხდა, მაგრამ ახლა რა გარემოებებმა აიძულა სომხეთი უარის თქმაზე?

ზოგს მიაჩნია, რომ რუსეთ-აშშ-ის შორის ესკალაციის ახალი რაუნდი მწიფდება და სომხეთმა ამიტომ შეიკავა თავიო, მაგრამ განა ესკალაცია ერთი თვის წინ არ იყო, როცა სომხეთი თბილისთან ახლოს გამართულ წრთვნებში Noble Partners-ში მონაწილეობდა?
ან შესაძლოა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა იფიქრა, რომ საქართველოში გამართულ ორ წრთვნებში მონაწილეობა უკვე გადაჭარბებული იქნებაო? საინტერესოა, რა როლი შეასრულა ამ გადაწყვეტილებაში სოჭში გამართულმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამ? გავიხსენოთ, რომ ერთი თვის წინათ, Noble Partners-ის დასრულების შემდეგ რუსულ პრესაში სომხეთის მოქმედების დამგმობი სტატიები გამოქვეყნდა, რომლებშიც ავტორები ამტკიცებდნენ - „არიქა, სომხეთი ხელიდან გვისხლტება, ნატოსაკენ იყურებაო“. რატომ შეშფოთდნენ მოსკოვში?

ნიშანდობლივია ისიც, რომ რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის ელჩმა სომხეთში რიჩარდ მაილსმა განაცხადა - ამერიკას სურს დარწმუნდეს, რომ ერევანი გადაწყვეტილებებს სუვერენულ რეჟიმში იღებს და ამისათვის ვაშინგტონი მზადაა დამატებითი ინსტრუმენტები მისცეს სომხეთსო. ამ „ინსტრუმენტებში“ აშშ-ის ელჩი, ალბათ, წრთვნებში მონაწილეობას გულისხმობდა. მაგრამ ახლა სომხეთმა „ინსტრუმენტებზე“ უარის თქმით ამერიკის ელჩი ფაქტის წინაშე დააყენა.

თუმცა სიტუაცია შეიძლება ასეც წარმოვიდგინოთ: პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მართლაც სუვერენული გადაწყვეტილება მიიღო, რუსეთის გარეშე, მაგრამ ამით „რუსეთის ჩარევის“ ილუზია შექმნა (ხომ ყველა ფიქრობს - აბა, თვითონ ამ ნაბიჯს როგორ გადადგამდაო!). შეიძლება ითქვას, პრეზიდენტი „რუსულ კვალს“ კოზირად იყენებს პოლიტიკურ თამაშებში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა