logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): სომხური თამაშები NATO-სა და რუსეთის კარზე
«Radio Voice of America» (აშშ): სომხური თამაშები NATO-სა და რუსეთის კარზე
09:14 06.09.2017
სომხეთმა ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე, ბოლო მომენტში გადაიფიქრა NATO-ს ზედიზედ მესამე სამხედრო წვრთნაში - „მებრძოლი სული - 2017“-ში მონაწილეობა, რომელმაც ამჯერად, სტარტი სამცხე-ჯავახეთში, ორფოლოს პოლიგონზე აიღო.
მრავალეროვნული სწავლება „მებრძოლი სული“ (Agile Spirit) საქართველოში უკვე მეშვიდედ ტარდება და მასში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიისა და აზერბაიჯანის 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე პირი მონაწილეობს.
სომხეთმა ივლისის ბოლოს საკუთარი სამხედროები აღმოსავლეთ ევროპაში, NATO-ს 2017 წლის ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებზე Saber Guardian-ზე მიავლინა. აგვისტოს დასაწყისში კი ერევანი სამედიცინო ასეულის დონეზე იყო ჩართული NATO-ს „ღირსეული პარტნიორის“ (Noble Partners) სწავლებაში. ეს წვრთნები უკვე ვაზიანსა და ნორიოს სამხედრო ბაზებზე გაიმართა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ერთი თვის უკან, „ღირსეულ პარტნიორში“ აზერბაიჯანსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ბაქომ ჯარისკაცები აღარ გამოგზავნა. ამჯერად იგივე ერევანმა გააკეთა, ოღონდ „მებრძოლი სულის“ (Agile Spirit) მიმართ.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ივლისში, „მებრძოლი სულის“ სწავლების საბოლოო დაგეგვმის კონფერენციაზე მონაწილეობდნენ. 1-ელ სექტემბერს კი თბილისში, „არმიჰოლში“, სომხეთის თავდაცვის ატაშე სწავლების ოფიციალურ პრეზენტაციასაც დაესწრო. ამ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტმა ლევან იზორიამ სომხეთის და აზერბაიჯანის ჩართვას NATO-ს სწავლებაში „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა.
სომხეთის ანალიტიკური გამოცემა Lragir-ის მთავარი რედაქტორი აიკაზნ გაგრიანი სარედაქციო წერილში აღნიშნავს, რომ NATO-ს წვრთნებზე უარი არა სომხეთმა, არამედ რუსეთმა თქვა: „თუ სომხეთის სახელმწიფო ინტერესი მოითხოვდა NATO-ს წვრთნებზე უარის თქმას, მაშინ ერთი თვის წინ, რაში სჭირდებოდა სომხეთს საქართველოს ტერიტორიაზე ანალოგიურ წვრთნებში მონაწილეობა? და რატომ თქვა უარი ამჟამინდელ წვრთნებზე, სულ ბოლო მომენტში? ეს ნიშნავს, რომ არა თუ არ არსებობს გადაწყვეტილების მიღების კონსტიტუციური, სახელმწიფო მექანიზმი, არამედ ეს გადაწყვეტილებები, სომხეთს გარეთ - რუსეთში მიიღება“.
მრავალეროვნულ სწავლება „მებრძოლი სული 2017“-ზე ყველაზე მეტი - 800 ჯარისკაცით მასპინძელი საქართველოა წარმოდგენილი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალციხეში საზღვაო ქვეითების კორპუსის 520 მებრძოლი გადმოისროლა, უკრაინამ 36-ე ცალკეული ბრიგადის 77 საზღვაო ქვეითი, 64 ჯარისკაცი ჰყავს სწავლებაზე ბულგარეთს და 45 - რუმინეთს. საშტაბო სწავლებაში ლატვიის 5 და აზერბაიჯანის 3 ოფიცერი მონაწილეობს.
„მებრძოლი სული 2017“-ის სცენარის მიხედვით, მრავალერონული NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები, სიმულირებული საჰაერო და საზღვაო მხარდაჭერით, რეგიონში განხორციელებულ აგრესიას პასუხობენ. ამ მიზნით, NATO-მ ბულგარეთიდან ახალციხემდე, გემებით და რკინიგზით, ამერიკული M1 Abrams ტიპის ტანკები, მსუბუქი ჯავშანტრანსპორტიორები LAV-ები (LAV-25 — Light Armored Vehicle) და სხვა საბრძოლო ტექნიკა გადმოისროლა.
2017 წლის სწავლების ხელმძღვანელი, საქართველოს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი ამბობს: „თითოეული ასეთი სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს წვრთნები ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლი მზადყოფნის დონის ამაღლებას და NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან დაახლოებას უწყობს ხელს. საბოლოო ჯამში, ეს საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესებას და რეგიონში ნდობის ამაღლებას ემსახურება“.“
რუსეთის ზეწოლით სომხეთმა საქართველოს ტერიტორიაზე, NATO-ს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე უარი 2009 წელსაც განაცხადა. მაშინ ერევანმა Cooperative Lancer-2009-ში აღარ მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მაისს-ივნისში გაიმართა. სომხეთთან ერთად, აგვისტოს ომის შემდეგ, Cooperative Lancer-ზე უარი ასევე სერბეთთმა და ყაზახეთმა განაცხადეს. სომხეთი „კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ხელშეკრულების“ (CSTO) ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც პრორუსულ სამხედრო ბლოკში ყოფნის მიუხედავად, NATO-თან კონტაქტების შენარჩუნებას ცდილობს. ერევანს ბრიუსელთან 2005 წლიდან აქვს „ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა“ (IPAP) და NATO სომხეთთან ორმხრივ კავშირებს შავი ზღვის აუზის უსაფრთოების ახალი არქიტექტურის კონტექსტში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
ერევანში მიმდინარე ფორუმზე „მოწინააღმდეგის სამხედრო-პოლიტიკური ტაქტიკა და ჩვენი მოქმედებები“ სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე არტაკ ზაქარიანმა 4 სექტემბერს აღნიშნა, რომ სომხეთის უარში ჯარისკაცების საქართველოში გაგზავნაზე „არაფერი გასაკვირი არ არის“, რადგან, მისივე თქმით, „კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ხელშეკრულებას სომხეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“.
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" ამჟამინდელი გენერალური მდივანი, 65 წლის გენერალ-პოლოვნიკი იური ხაჩატუროვი საქართველოში, თეთრი წყაროშია დაბადებული. ყარაბაღის ომის გმირმა, რომელსაც რვა წლის მანძილზე ეკავა სომხეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობა და ახლა სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანია, სამხედრო საქმე თბილისის საარტილერიო სასწავლებელში შეისწავლა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა