logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"ru.1in.am"(სომხეთი): ქართველი ნაციონალისტები სომხების წინააღმდეგ; რა არის თბილისში გამართული საპროტესტო აქციის მიზეზი?
"ru.1in.am"(სომხეთი): ქართველი ნაციონალისტები სომხების წინააღმდეგ; რა არის თბილისში გამართული საპროტესტო აქციის მიზეზი?
10:52 04.09.2017
სომხური გამოცემა «Առաջին – Армянский информационный»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება გასული თვის ბოლოს თბილისში, მთავრობის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციას ლოზუნგით „არა“ - სომხური ოკუპაციის ლეგალიზებას!“, რომლის დროსაც ინიციატორებმა - ორგანიზაცია „ქართული ნაციონალისტური კულტურის“ წევრებმა დაგმეს ჰუჯაბის ეკლესიის სომხეთისთვის გადაცემის ფაქტი ლოზუნგით „არპი და ჰუჯაბი საქართველოა“.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მარიამ გრიგორიანის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის რეზიუმეს:

ვინ არიან საპროტესტო აქციის ინიციატორები, რატომ აპროტესტებდნენ და შეესაბამება თუ არა სინამდვილეს ჰუჯაბის მონასტრის სომხეთისათვის გადაცემა, ამის შესახებ ავტორთან ინტერვიუში „მრავალეროვნული საქართველოს“ ლიდერი არნოლდ სტეპანიანი საუბრობს.

არნოლდ სტეპანიანის თქმით, საქართველოში მსგავს აქციებს ნაციონალისტები ატარებენ ხოლმე. ასე რომ, საგანგაშო არაფერი ხდება.

„შეიძლება ვთქვათ, რომ ისინი „არმენოფობები“ არიან, რომლებთაც არც სხვები არ მოსწონთ, პირველ რიგში თურქები და არაბები... ახლა ტურისტების რაოდენობა მომატებულია, ნაციონალისტებისათვის კი ამდენი უცხოელის მოზღვავება უჩვეულო მოვლენაა. დასავლეთისათვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ არა ისეთ ქვეყნებისათვის, რომლებსაც ადრე არ იცნობდნენ და ახლახან გაიხსნენ სხვა ხალხების წინაშე. რაც შეეხება კონკრეტულად არმენოფობებს, გარკვეული აზრით, ეს გასაგებიცაა - ორ მეზობელ ქვეყნის ურთიერთობაში, რომლებიც გვერდი-გვერდ ცხოვრობენ საუკუნეების განმავლობაში, ასეთი რამ ხდება ხოლმე, ანეკდოტების ჩათვლით. ასეა, მაგალითად, საფრანგეთ-გერმანიის ურთიერთობაშიც“, - ამბობს არნოლდ სტეპანიანი ინტერვიუში.

არნოლდ სტეპანიანმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავს აქციებზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, მით უმეტეს, რომ „ქართული ნაციონალისტური კულტურის“ ლიდერი გიორგი ჭელიძე მაინცდამაინც ცნობილი პიროვნება არ არის და მას არანაირი გავლენა არ აქვს: „საქართველოში შეხვდებით ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც სომხებისა და სომხეთისადმი უარყოფითად არიან განწყობილნი, არ მოსწონთ არანაირი სომხური... საბედნიეროდ, ასეთები ცოტანი არიან“.

რაც შეეხება აქციის ჩატარების კონკრეტულ მიზეზს - ჰუჯაბის მონასტერისა და მის მიმდებარე ტერიტორიას, ინტერვიუში არნოლდ სტეპანიანმა განმარტა: „არიან ისეთი ძეგლები, რომლებიც თითქმის საზღვარზე მდებარეობენ და მათი კუთვნილება ჯერ არაა გარკვეული. ისინი სადაო ობიექტები არიან, მათ შესახებ სომხეთი და საქართველო ჯერ-ჯერობით ვერ მოლაპარაკებულან და უცნობია, როგორ მოხდება მათი მიკუთვნება. ასეთი ძეგლები და ტერიტორიები ხშირად ხდებიან მწვავე დისკუსიების მიზეზი ორივე ქვეყანის საზოგადოებაში. სწორედ ამიტომაც ვხდებით ხოლმე მსგავსი საპროტესტო აქციების მოწმენი“.




http://ru.1in.am/1198686.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა