logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"ng.ru"(რუსეთი): წრთვნები საქართველოში შემაშფოთებელი სიახლეებით
"ng.ru"(რუსეთი): წრთვნები საქართველოში შემაშფოთებელი სიახლეებით
10:13 04.09.2017
„რუსეთ-ბელორუსიის ერთობლივი სტრატეგიული წრთვნების „დასავლეთი-2017“ («Запад-2017») დაწყების წინ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა არა მარტო გააძლიერა თავისი ქვედანაყოფები ბალტიისპირეთში, არამედ სამხედრო მანევრები დაგეგმა რუსეთის წინააღმდეგ განწყობილ ზოგიერთ ქვეყანაში. ამ გეგმის ჩარჩოებში სამ სექტემბერს საქართველოში სტატრტი აიღო ნატოს მრავალეროვნულმა სამხედრო წრთვნებმა კოდური სახელმწოდებით Agile Spirit 2017, მისი დამთავრებისას კი უკრაინაში Rapid Trident-2017“, - ნათქვამია რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - ვლადიმერ მუხინი).

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის რეზიუმეს:

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ წინა წლებში Agile Spirit 2017 მხოლოდ ორმხრივ - ქართულ-ამერიკულ ჩარჩოებში ტარდებოდა, მაგრამ ყირიმის რუსეთთან მიერთების შემდეგ ამ წრთვნებში უკრაინა და ნატოს სხვა ქვეყნებიც ჩაერთვნენ.

„იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის საქართველოს მთავარ მტრად რუსეთი და მის მიერ დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ითვლებიან, ძნელი არაა წარმოვიდგინოთ, რომ სამხედრო სწავლებებში საქართველოს, უკრაინის და ნატოს სხვა ქვეყნების ქვედანაყოფების შეტევა პირობითად ქვეყნის ჩრდილოეთით და დასავლეთით იქნება მიმართული. მართალია, მანევრებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ ის ფაქტი, რომ მასში პირველად იღებს მონაწილეობას აშშ-ის არმიის საზღვაო ქვეითების მთელი ბატალიონი, საკმაოდ შემაშფოთებელი სიახლეა.

„მთიანი რელიეფის პირობებში პენტაგონის სპეციალური ძალების საზღვაო ქვეითთა ბატალიონი, როცა მას საქართველოს მთელი არმია მხარს უჭერს, ითვლება არა ტაქტიკურ, არამედ ოპერატიულ-სტრატეგიულ ერთეულად“, - ამბობს სამხედრო ექსპერტი, გენერალ-ლეიტენანტი იური ნეტკაჩევი.

„მიმდინარე წელს ეს მანევრები იმ მიზნით ტარდება, რომ რუსეთმა თავისი ყურადღება Запад-2017-ის მომზადებიდან Agile Spirit 2017-ზე გადაიტანოს. გარდა ამისა, Agile Spirit 2017 სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზებას ახდენს“. ექსპერტი იხსენებს, რომ საქართველოში სულ ერთი თვის წინათ დასრულდა საერთაშორისო სამხედრო წრთვნები Noble Partner-2017 („ღირსეული პარტნიორი“), რომელშიც 2800 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა როგორც ნატოს წევრ-ქვეყნებიდან - აშშ-დან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან, სლოვენიიდან, ასევე არაწევრებიდან - უკრაინიდან, სომხეთიდან და საქართველოდან. „მანევრებში ჩაბმული იყო პენტაგონის ტანკსაწინააღმდეგო ასეული“, - ამბობს იური ნეტკაჩევი და ხაზს უსვამს, რომ წრთვნების გახსნის დროს თბილისში მყოფმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა რუსეთს აგრესორი უწოდა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებიც ხელყოფენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“.

ვაშინგტონისა და მისი პარტნიორების ასეთი განწყობა ვრცელდება არა მარტო საქართველოზე, არამედ უკრაინაზეც, სადაც თითქმის Запад-2017-ის პარალელურად, სამხედრო სწავლება „ურყევი გამძლეობა-2017“ გაიმართება, მასში 2 ათასზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას როგორც აშშ-ისა და ნატოს სხვა წევრ-ქვეყნებიდან, ასევე საქართველოდანაც.




http://www.ng.ru/world/2017-09-04/1_7065_nato.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა