logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აზერბაიჯანული პრესა: ნატო რუსეთის საზღვრებთან ისევ კუნთებს ათამაშებს; რატომ მონაწილეობს რუსეთის მოკავშირე სომხეთი საქართველოში დაგეგმილ სწავლებებში?
აზერბაიჯანული პრესა: ნატო რუსეთის საზღვრებთან ისევ კუნთებს ათამაშებს; რატომ მონაწილეობს რუსეთის მოკავშირე სომხეთი საქართველოში დაგეგმილ სწავლებებში?
11:51 02.09.2017
„როგორც ჩანს, დასავლეთის ექსპანსიონისტურ გეგმებში ნატოსათვის საქართველო პლაცდარმად გადაიქცა, პოსტაბჭოთა სივრცეში გავლენის გასაძლიერებლად. ჯერ კიდევ არ გაციებულა იმ ქვემეხების ლულები, რომლებითაც საქართველოში 30 ივლისს ჩატარებული სამხედრო წრთვნების დროს ისროდნენ, რომ უკვე ისევ დაიწყო იარაღის ჟღარუნი რუსეთის საზღვრებთან. როგორც პენტაგონი იუწყება, სამხედრო წრთვნებში კოდური სახელწოდებით Agile Spirit 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. გარდა ამისა, იქვე იქნება ათასამდე ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი, ბულგარელი, ლატვიელი, რუმინელი და უკრაინელი სამხედროებიც“-ამის შესახებ აზერბაიჯანულ გამოცემა «Новое время»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ დასავლეთი ყოველთვის ნეგატიურად აღიქვამს რუსეთის არმიის სწავლებებს, რომლებიც თვით რუსეთის ტერიტორიაზე ტარდება. რაც შეეხება მანევრებს, რომლებიც ბელორუსიაში მიმდინარეობს («Запад-2017»), ამის შესახებ მოსკოვმა ეუთო საქმის კურსში ჩააყენა. განსხვავება ისაა, რომ დასავლეთს და ნატოს რუსეთი არასოდეს არ ჩაუყენებიათ საქმის კურსში საკუთარ სამხედრო მანევრებთან მიმართებით. გარდა ამისა, ალიანსი ცდილობს რაც შეიძლება მეტი წრთვნები გამართოს ნატოს არაწევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ნატოს სამხედრო ბაზები თითქმის მთელ მსოფლიოშია მოფენილი.
საინტერესოა, ვის წინააღმდეგაა მიმართული ნატოს მიერ ბალტიისპირეთსა და საქართველოში შექმნილი ე.წ. სასწავლო ცენტრები, სინამდვილეში კი სამხედრო ბაზები?
და რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, სამხედრო სწავლებებში კვლავ მონაწილეობს სომხეთი, ქვეყანა-აგრესორი, რომელსაც აზერბაიჯანის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ სომხეთი „ოდკბ“-ს წევრია. თუმცა გასაკვირი არაა, რადგან სომეხი ნაციონალისტების პოზიცია „თქვენებსაც და ჩვენებსაც“ საყოველთაოდ ცნობილია.
თუ 30 ივლისის სწავლებებში მონაწილეობისათვის სომხეთმა როგორღაც თავი იმართლა, ახლა უკვე ეს მოსკოვისათვის გამოწვევა უნდა იყოს და ადექვატური პასუხი უნდა გაეცეს: აბა, როგორ - რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ წრთვნებში მონაწილეობს!
ნატო და აშშ თავს შორს იჭერენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისაგან, არადა ვაშინგტონი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა. ამასთან, ამერიკა აქტიურად მხარს უჭერს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ანუ სახეზეა ამერიკის ორმაგი სტანდარტი კონფლიქტების შეფასებაში. მაშ, რატომ მონაწილეობს აზერბაიჯანი ამ წრთვნებში, რაში გვჭირდება? დასავლეთი მხედველობაშიც კი არ იღებს იმ ფაქტს, რომ ნატოს ავიაცია აზერბაიჯანის საჰაერო სივრცით სარგებლობს, ავღანეთისაკენ ფრენის მიზნით. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყანა ტვირთების გადასროლაშიც მონაწილეობს, ავღანეთში გზავნის თავის ჯარისკაცებს... შედეგად კი რას ვღებულობთ? ამერიკა სომხეთს სამხედრო წრთვნებში იწვევს.
მოკლედ, აზერბაიჯანმა უპირველესად თავის ეროვნული ინტერესები უნდა დაიცვას და არ უნდა ჩაერთოს ნატოსა და დასავლეთის გეოპოლიტიკურ და სამხედრო ავანტიურაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა