logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): რამდენად სწორად გათვლილია საქართველოს გადაწყვეტილება დემირელის კოლეჯის დახურვის თაობაზე?
«Radio Voice of America» (აშშ): რამდენად სწორად გათვლილია საქართველოს გადაწყვეტილება დემირელის კოლეჯის დახურვის თაობაზე?
13:57 01.09.2017
სტამბოლის აეროპორტში ჩასვლისას, ქალაქის ისტორიის გასაცნობად ვიკიპედიის მოშველიებას თუ მოისურვებთ, იმედგაცრუებული დარჩებით. ონლაინ ენციკლოპედია თურქეთის მთავრობამ, ბევრი ახსნა-განმარტების გარეშე, დაბლოკა. ეს ფაქტი ერთ-ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე მასშტაბური შეზღუდვა ხდება.
„2016 წლის ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, გამომდინარე საგანგებო მდგომარეობიდან, პრეზიდენტის ძალაუფლება და რესურსები იმისკენაა მიმართული, რომ მოხდეს ინსტიტუციური, პოლიტიკური თუ მედია პროტესტის გაქრობა და დანგრევა“, - ამბობს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი სინან ჯიდი. „ეს ემსახურება იმას, რომ 2019 წლისთვის, როდესაც ერდოღანი კიდევ ერთხელ იყრის კენჭს, პოლიტიკური ლანდშაფტი მაქსიმალურად ჩაკეტილი იყოს საწინააღმდეგო აზრისთვის“, - თქვა მან.
თურქეთმა, ანტალიაში ცოტა ხნის წინ, ფართომასშტაბიან მედია ფორუმს უმასპინძლა, სადაც გამომსვლელები ცდილობდნენ მედიის წარმომადგენლების დარწმუნებას, რომ გასული წლის გადატრიალების შემდეგ დაწყებული ბიუროკრატიული წმენდა თუ დაკავებები არაფერია, თუ არა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ტერორიზმის შეკავების მცდელობა. მის მონაწილეებს ერთ დროს ერდოღანის მოკავშირე, ახლა კი მთავარი მტრის, რელიგიური ლიდერის ფეტულა გულენის შესახებ ინგლისურ ენაზე გამოცემული წიგნები გადასცეს, სახელწოდებით „თანამედროვე ასასინი.“ თურქეთის კულტურის მინისტრმა ნაბი ავჯემ მედიაში თურქეთის კრიტიკა „ისლამოფობიას და უმეცრებას“ დააბრალა.
ანკარის მიერ განტევების ვაცის ძებნა პოლიტიკური დისკურსის ნაწილი გახდა. ერდოღანი გამუდმებით სდებს ბრალს სხვადასხვა ჯგუფებებს, ქურთულ თუ ფეტულასთან დაკავშირებულ პირებს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში და კვალდაკვალ ზღუდავს თავისუფლებას, ოპოზიციურ აზრს.
თურქული გამბიტი
საქართველოს განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება გაუუქმოს ავტორიზაცია დემირელის კოლეჯს, რაც მის დახურვას გამოიწვევს. დემირელის კოლეჯი მეორე თურქული სკოლაა, რომელიც საქართველოში დაიხურა. პირველი, ბათუმში მდებარე შაჰინის ლიცეუმი იყო. საქართველო ასევე განიხილავს დემირელის კოლეჯის დირექტორის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის საკითხს. ცოტა ხნის წინ ემრე ჩაბუქს, რომელიც საქართველოში 15 წელია ცხოვრობს, ლტოლვილის სტატუსზე უარი ეთქვა.
მასობრივი დაკავებების პროცესი ტერორიზმის ბრალდებით და ექსტრადიციის მოთხოვნები, 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიწყო. ამ დრომდე, თურქეთი აგრძელებს საჯარო მოსამსახურეთა, ჟურნალისტთა და აქტივისტთა დაპატიმრების სერიას. გადატრიალების შემდეგ, სამსახურიდან დაითხოვეს 90,000 საჯარო მოხელე, დახურეს ასობით მედია გამოცემა და არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე დააკავეს პარლამენტის წევრებიც. რამდენიმე კვირის წინ, რეჯეფ ერდოღანი მუსტაფა ქემალ ათა- თურქის მიერ დაფუძნებული პარტიის წევრებს სიტყვიერად დაესხა თავს და მათ გადატრიალების შემოქმედებთან კავშირი დასდო ბრალად.
„თურქეთში მიმდინარე მოვლენები ვაშინგტონისა და ანკარას შორის ურთიერთობებს საშიშროებას უქმნის. ეს ნატოსთვისაც საშიშია. მე ვშიშობ, რომ პრეზიდენტი ერდოღანი ქვეყანას სამოქალაქო ომამდე მიიყვანს. ქვეყანა ძალზედ გაყოფილია, ერდოღანი 16 აპრილის რეფერენდუმის შედეგებს სათავისოდ იყენებს და იბრძვის ქვეყანას საკუთარი სურვილი თავს მოახვიოს“, - ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი თურქეთში ერიკ ედელმანი.
ეს პროცესი გასცდა თურქეთის საზღვრებსაც. საქართველოში დემირელის კოლეჯის დახურვა და მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის თავშესაფარზე უარის თქმა, ერდოღანს „კუდიანებზე“ გამოცხადებულ „ნადირობაში“ ხელს უწყობს. საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ბევრჯერ მოუწოდეს თბილისს არ გადასცეს ჩაბუქი თურქეთს. მათი განცხადებით, თურქეთში მისი უფლებები შეილახება, რა მიზეზითაც ჩაბუქის ექსტრადიციას საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს.
„საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია პირის გადაცემა ისეთი სახელმწიფოსთვის, სადაც ამ პირს დიდი ალბათობით, დაემუქრება წამება, არაადამიანური მოპყრობა, ან ადამიანის უფლებების სხვა სერიოზული დარღვევები. „საერთაშორისო ამნისტიას“ აღწერილი აქვს თურქეთში არსებული ადამიანის უფლებათა დაღვევები მათ წინააღმდეგ, ვისაც ბრალად ედება გულენის მოძრაობასთან გარკვეული კავშირები. შესაბამისად, დემირელის კოლეჯის მმართველი მუსტაფა ემრე ჩაბუქი, თუკი ის აღმოჩნდება თურქეთის ხელისუფლების ხელში, მისი ფუნდამენტური უფლებები შეიზღუდება“, - ამბობს ლევან ასათიანი. მისივე თქმით, მსგავსად საერთაშორისო კანონმდებლობისა, საქართველოს კანონმდებლობაც კრძალავს ამ სიტუაციაში პირის ექსტრადიციას.
ემრე ჩაბუქი, თურქეთის მთავრობის წევრების სტუმრობიდან ერთ დღეში, 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. საქართველოს მთავრობის გადაწვეტილება შესაძლოა, სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით გადადგმული ნაბიჯია, თუმცა "საერთაშორისო ამნისტიის" წარმომადგენლის ლევან ასათიანის განცხადებით, „სტრატეგიული პარტნიორობა არ ნიშნავს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას.“
სტრატეგიული სვლა
რამდენად სტრატეგიული და სწორად გათვლილია ოფიციალური თბილისის ეს ნაბიჯი? საქართველოს მნიშვნელოვანი მოკავშირეები და სტრატეგიული პარტნიორები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, არ აკმაყოფილებენ თურქეთის (ნატოს წევრი ქვეყნის) მოთხოვნებს. თავად ფეტულა გულენი ამ დროისთვის პენსილვანიის მკვიდრია და ვაშინგტონი ანკარას მის გადაცემაზე უარს ეუბნება, ხოლო გერმანიამ რამდეჯერმე უარყო ანკარის მოთხოვნა გულენთან კავშირში ბრალდებული პირების ექსტრადიციაზე.
„თურქეთში მიმდინარე მოვლენები ამერიკის და თურქეთის ურთიერთობებს საშიშროებას უქმნის. ეს ნატოსთვისაც საშიშია. მე ვშიშობ, რომ პრეზიდენტი ერდოღანი ქვეყანას სამოქალაქო ომამდე მიიყვანს“, - ამბობს რტიკ ედელმანი.
ცოტა ხნის წინ, ესპანეთმა გაათავისუფლა თურქი წარმოშობის გერმანელი მოქალაქე, რომლის გადაცემასაც ანკარა ითხოვდა. თურქეთის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს არც საბერძნეთი, რომლიც უზენაესმა სასამართლომაც იანვარში თურქი სამხედროების ექსტრადიციაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ თურქეთში მათი „ფუნდამენტური უფლებები შეიზღუდებოდა.“
პარტია “ევროპული საქართველოს” წევრის სერგი კაპანაძის თქმით, საქართველო უნდა მიჰყვეს ევროპულ სტანდარტს და დაიცვას ადამიანის უფლებები. “რა თქმა უნდა, სტრატეგიულ პარტნიორთან და ჩვენს მეგობარ თურქეთთან კარგი ურთიერთობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დემოკრატიის და ადამიანის უფლებების ხარჯზე. სამწუხაროა, რომ ამ ბალანსის შენარჩუნებას საქართველოს მთავრობა ვერ ახერხებს”, - აღნიშნა მან.
ექვს ივლისს, ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, სადაც ანკარა გადატრიალების შემდეგომი ქმედებების და მათ შორის, საპატიმროებში არსებული ცუდი მოპყრობისთვის გააკრიტიკა. თუმცა, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განცხადებით, მათ შეისწავლეს თურქეთის ციხეებში არსებული მდგომარეობა და მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს “ემრე ჩაბუქისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭება საქართველოს კანონით დადგენილი საფუძვლით."
თურქეთის მოთხოვნებს დასავლური სახელმწიფოებისგან განსხვავებით, აკმაყოფილებენ აზიის და აფრიკის ქვეყნები. საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც თურქეთი სკოლების დახურვას და ე.წ. ფეტულას ტერორისტულ ორგანიზაციასთან (FETO) დაკავშირებული პირების გადაცემას ითხოვს. ამ უკანასკნელს, თურქეთის გარდა, არავინ ცნობს ტერორისტულ ორგანიზაციად. თუმცა, მსგავსი მოთხოვნებით თურქეთმა მსოფლიოს ბევრ ქვეყანას მიმართა.
გულენის „ჰიზმეთის“ მოძრაობასთან აფილირებული სკოლების თაობაზე თურქეთის პოზიცია გაითვალისწინეს აფრიკის ქვეყნებმა, როგორიცაა ნიგერია, ზანზიბარი და სენეგალი. ცენტრალური აზიის ზოგიერთმა ქვეყანამ კი თურქეთს უარი განუცხადა, მაგალითად ყირგიზეთმა.
"საერთაშორისო ამნისტიის" წარმომადგენელი ლევან ასათიანი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ „საქართველომ უნდა აირჩიოს ევროპის სახელმწიფოებთან გაიგივება სურს თუ არა, როგორი მისწრაფება აქვს საქართველოს - სურს, რომ იმოქმედოს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით, თუ ეს სტანდარტები უგულებელყოს“.

(იბეჭდება შემოკლებით)

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა