სომხურ გამოცემა «Lragir»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გაკრიტიკებულია მოლდოვას პრეზიდენტის იგორ დოდონის მიერ დაგეგმილი ვიზიტი სომხეთში,
რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე (ნოემბერშია) დაგეგმილი.
გამოცემის რედაქცია აღნიშნავს, რომ მოლდოვაში დღეს საკმაოდ უცნაური სიტუაციაა შექმნილი: პრეზიდენტი რუსეთუმე პოლიტიკას ატარებს, მთავრობა კი - მედასავლეთეა. „ეს ის იგორ დოდონია, რომელიც საკუთარ მთავრობას ებრძვის და დნესტრისპირეთში რუსეთის ჯარების დატოვების მომხრეა. პრეზიდენტ იგორ დოდონს ასევე სურს, რომ მოლდოვა, სომხეთის მსგავსად, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანდეს, თუმცა თვით მოლდოვას მთავრობა ამის წინააღმდეგია
იბადება კითხვა: რატომ მოიწვია სომხეთის პრეზიდენტმა თავისი კოლეგა ერევანში?
2018 წლის მარტში სერჟ სარგსიანს პრეზიდენტობის ვადა ეწურება - როგორც ცნობილია, სომხეთი საპარლამენტო რესპუბლიკა ხდება, ახალ პრეზიდენტს - უფლებაშეკვეცილს - უკვე პარლამენტი აირჩევს. რამდენად შეიძლება სომხეთში ისეთი სიტუაცია ჩამოყალიბდეს, როცა პრეზიდენტი და პრემიერი სხვადასხვა პოლიტიკას განახორციელებენ?
პრინციპში, ამაში არანაირი საფრთხე არ არის. მაგალითად, ჩვენს მეზობელ საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის მთავრობასთან მაინცდამაინც სასიამოვნო და თბილი ურთიერთობა არ აქვს, მაგრამ ეროვნულ საკითხებში ისინი საერთო ენას ყოველთვის პოულობენ. თითქმის იგივე სიტუაციაა ჩეხეთშიც. როგორც ჩანს, იგორ დოდონს სერჟ სარგსიანი სწორედ ამიტომ იწვევს, რომ მისგან ისწავლოს - თუ როგორ უნდა იყოს ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც განცხადებების კეთება კი შეუძლია, მაგრამ თავისი ქვეყნის პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს. სხვათა შორის, ჩეხეთის პრეზიდენი მილოშ ზემანიც იყო ერევანში ჩამოსული გასულ ზაფხულს...“, - წერს „ლრაგირი“.

















