logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმეს
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმეს
14:35 22.03.2019
ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს გენერალური დებატები გაიმართა. დებატები დღის წესრიგის მე-10 საკითხს ეხებოდა - ტექნიკური დახმარება და შესაძლებლობების განვითარება.

შეხვედრის ფარგლებში ჟენევაში გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ ისაუბრა ადამიანის უფლებათა გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე.

თავის გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ირაკლი კვარაცხელიას უკანონო დაკავებისა და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება კიდევ უფრო საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ვერ ხერხდება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების, მათ შორის, გაეროს უმაღლესი კომისრის შეღწევა.

სხდომის ფარგლებში საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, ესტონეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ფინეთის წარმომადგენლებმა.

განცხადებებში დელეგაციებმა დაადასტურეს თავიანთი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

თავიანთ განცხადებებში დიდი ბრიტანეთის, ლიეტუვისა და ესტონეთის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგს და მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირებას. დელეგაციებმა გამოხატეს შეშფოთება, რომ უამღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებს არ მიეცათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა.

გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რთული ვითარებაა: შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილება, მიმდინარეობს ეთნიკური დისკრიმინაცია და შეზღუდულია დოკუმენტებზე წვდომა.

ლიეტუვის დელეგაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ახორციელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე ფაქტო სამხედრო კონტროლს. აქვე, ლიეტუვის მხარემ ხაზი გაუსვა უკანონო ოკუპაციის შედეგად არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის, ასევე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტებს.

ესტონეთის დელეგაციამ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამო, რასაც ადასტურებს აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი.

ევროკავშირის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ბულგარეთის დელეგაციებმა გამოხატეს შეშფოთება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით.

ბულგარეთის დელეგაციამ თავის განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილება და შეზღუდულია მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება.

თავიანთ გამოსვლებში დელეგაციებმა ხაზგასმით აღნიშნეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მნიშვნელობა და მოუწოდეს ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, დაუშვას აღნიშნული მონიტორინგის მექანიზმების შეღწევა საქართველოს რეგიონებში.

ამასთან, 2019 წლის 22 მარტს, ადამიანის უფლებათა საბჭოს 40-ე სესიის დასკვნით დღეს, დაგეგმილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა