logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ქართული ღვინის დეგუსტაციას ამიერიკელი პროფესიონალები მოახდენენ
ქართული ღვინის დეგუსტაციას ამიერიკელი პროფესიონალები მოახდენენ
15:11 29.08.2017
ამერიკელი სომელიეებისა და იმპორტიორების ჯგუფი საქართველოს ხუთდღიანი ვიზიტით ეწვია, რომლის ფარგლებშიც სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ 18 კომპანიას მოინახულებენ და ადგილზე დააგემოვნებენ ქართულ ღვინოს, გაეცნობიან ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას, ასევე, დააგემოვნებენ ქართულ სამზარეულოს.


პროფესიონალების შვიდკაციან ჯგუფს (Lisa Granik, Aimee Suzanne Lasseigne New, Andrea Edith Morris, David Vincent Foss, Edward Anthony Morello, LiLy Echo Peachin, Jefrrey W Harding) ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანია ,,TastingWorks”-ის მმართველი, ცნობილი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი ხელმძღვანელობს.


ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული ტურის ფარგლებში, ამერიკელ პროფესიონალებს შესაძლებლობა ეძლევათ დააგემოვნონ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „ალაფიანი“, „ბატონო“, „გიუაანი“, „ორგო/თელედა“, ,,მოსმიერი“, „საწნახელი“, „შალაური“, „მარანული“, „ფაფრის ველი“, „ჩვენი ღვინო“, „მეღვინეობა ,ნიკა“, „კახა ბერიშვილის ღვინო“, „მეღვინეობა დანიელი“, „ნაოტრები“, „იაგოს ღვინო“, „შატო მუხრანი“, „ლაგვინარი“ და „გოცას ღვინოები“.


ლიზა გრანიკის ორგანიზებით, ბოლო წლებში საქართველოში ღვინის პროფესიონალების არაერთი ვიზიტი გაიმართა, აშშ-ს სხვადასხვა ქალაქში კი ჩატარდა ქართული ღვინის ათეულობით დეგუსტაცია და პრეზენტაცია. როგორც ლიზა გრანიკი აღნიშნავს, ქართული ღვინის ხარისხი სულ უფრო და უფრო იხვეწება და უმჯობესდება. მისივე თქმით, მსგავსი ღვინის ტურები ემსახურება ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას აშშ-ში, ქართული ღვინის წარმოების ტრადიციული მეთოდებისა და უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების გაცნობას პროფესიონალებისთვის, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდასა და ღვინის ტურიზმის განვითარებას საქართველოში.


ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის ერთ-ერთ პოტენციურად მზარდ და მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარს.
„ქართული ღვინის კომპანიების საერთაშორისო გამოფენებსა და დეგუსტაციებში მონაწილეობით, ასევე საქართველოში ღვინის პროფესიონალების მოწვევით, ღვინის ეროვნული სააგენტო ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას აშშ-ს ბაზარზე, რაც უკვე აისახა ექსპორტის მონაცემებზე - მიმდინარე წლის 7 თვეში აშშ-ში ექსპორტირებულია 236 ათასი ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 89%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“-აცხადებენ სააგენტოში.












FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა