logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ნარმანიამ განახლებული მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ გახსნა
დავით ნარმანიამ განახლებული მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ გახსნა
12:49 29.08.2017
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან და სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორ ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად, განახლებული მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ გახსნა.

დღეიდან მგზავრებს სრულად განახლებული და გარემონტებული „ახმეტელის თეატრის“ სადგური მოემსახურება. აღნიშნული სადგურის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები. ასევე შეიცვალა მეტროსადგურში განთავსებული მიმართულების მაჩვენებლები. მოიხსნა სადგურში დამონტაჟებული პლასტიკატები. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დამბა“.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მოქალაქეების უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და შეიცვალა.

„მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ მოცულობითი სამუშაოები ჩატარდა, რათა სადგური იყოს უფრო უსაფრთხო, მეტად დაცული და კომფორტული. შესაბამისად, ჩვენი თანამოქალაქეებიც ხედავენ, რომ სადგური უფრო მეტად გალამაზდა, მოწესრიგდა, აღიჭურვა თანამედროვე საშუალებებით, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთიან სათვალთვალო სისტემასთან არის მიერთებული. გარდა ამისა, ის ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები, რაც აუცილებელია რომ გათვალისწინებული იყოს, დაცულია და ამ მიმართულებითაც მეტროსადგურის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის მოწესრიგებული“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ სატრანსპორტო კომპანიამ, მერიის მხარდაჭერით 2016 წლიდან დაიწყო მეტროს სადგურების განახლების პროექტი, რომლის ფარგლებშიც უკვე განახლდა „ახმეტელის თეატრის“ სადგური. უახლოეს დღეებში დასრულდება „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია, სადგურ „ავლაბარს“ ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები.
მერიის ინფორმაციით, სადგურების რეაბილიტაციის პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა