logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზურაბ პატარაძე ხიხანის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
ზურაბ პატარაძე ხიხანის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
12:31 29.08.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სხალთის ხეობას ესტუმრა და მარიამობა რეგიონის მოსახლეობას ხიხანის ციხიდან მიულოცა. ზურაბ პატარაძემ ზღვის დონიდან 2236 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ხიხანის ციხე დაათვალიერა და იქ მიმდინარე არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს ადგილზე გაეცო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ხიხანის ციხეზე იმყოფებოდნენ აჭარის კულტურული მემვიდრეობის სააგენტოს და ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრი ხულოს მუნიციპალიტეტიდან ანზორ ბოლქვაძე.
მიუდგომელი კლდის თხემზე აგებული ხიხანის ციხე მე-11-13 საუკუნეებით თარიღდება და მდიდარია ისტორიული წარსულითა და მნიშვნელობით. ციხე მნიშვნელოვან სავაჭრო გზებს აკონტროლებდა: სოფ. თხილვანასა და ბაკოზე გადიოდა საქარავნო გზა ახალციხისკენ, მეორე გზა შავშეთისკენ გა-დიოდა სოფ. კალოთასა და ჩიხურაზე გავლით, ხოლო სოფ. ხიხაძირის გავლით გზა ახალციხე-არტაანიდან ბათუმისკენ მიემართებოდა.
2013 წლიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება ხიხანის ციხის რეაბილიტაცია. სამუშაოების წარმოება ციხის გეოგრაფიული მდებარებისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით მხოლოდ ზაფხულის თვეებში არის შესაძლებელი. რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა ხიხანის ციხის სასახლეს და ციხის ორ კოშკს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად დაწყებულია ხიხანის ციხის არქეოლოგიური შესწავლა.
არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყო 2013 წელს და დასრულდება მიმდინარე 2017 წელს. არქეოლოგიური სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოიცემა წიგნი ხიხანის ციხის არქეოლოგიური გათხრების შესახებ.
2018 წლისათვის დაგეგმილია ხიხანის ციხის კიდევ ერთი კოშკის რეაბილიტაცია.
აღსანიშნავია, რომ ისტორიულად ხიხანის ციხეს ფლობდა აბუსერისძეთა ძლიერი ფეოდალური საგვარეულო, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო XIII საუკუნის ცნობილი მწერალი ტბელი აბუსერისძე. 350 მეტრის სიგრძის ციხეს იცავდა ოთხი სწორკუთხა კოშკი და მძლავრი გალავანი.
XIII საუკუნის შემდეგ, აბუსერისძეთა საგვარეულოს დასუსტებასთან ერთად, ხიხანის ციხემ თანდათან დაკარგა თავისი მნიშვნელობა. თუმცა, ციხე XIX საუკუნის დასაწყისშიც ფუნქციონირებდა. 1815 წელს ხიხანის ციხეში გამაგრდა ოსმალთაგან განდგომილი სელიმ-ბეგ ხიმშიაშვილი. ოსმალებმა ციხე ბრძოლით ვერ აიღეს, თუმცა სელიმ ხიმშიაშვილი ღალატით ჩაიგდეს ხელში და თავი მოკვეთეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა