დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა გრიშაშვილის და გორგასალის ქუჩების, 11:30 საათიდან 18 საათამდე გურამიშვილის გამზირის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, სოფელ გლდანის (ნაწილობრივ), ავშნის და ლიბანის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას დიღმის მასივის V კვარტლის, ჩოლოყაშვილის I კვარტლის (ნაწილობრივ) და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის, ხოლო საათიდან 17 საათამდე აგლაძის ქუჩის მაცხოვრებლები.

















