მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია დღეს ყველა მოქმედ
მართლმადიდებლურ ტაძარში გაიმართა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მსახურება სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ჩაატარა და მრევლს ქადაგებით მიმართა.
„ყველას გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთსმშობლის მიძინების დღეს. მისი ლოცვით, მისი ვედრებით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს, დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. წმინდა ღვთისმშობელი იყოს მფარველი ჩვენი ხალხის, ბავშვების და ჩვენი მომავალი თაობის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დაფაროს ყველა გაჭირვებული“ - ბრძანა პატრიარქმა.
სიონის საკათედრო ტაძარში ლიტურგიას, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდა.

















