აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მზადაა ბორჯომის ხეობაში, ხანძრით
განადგურებულ 5 ჰექტარ ფართობზე მწვანე საფარი აღადგინოს.
ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესთან“ საუბარში განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა აღდგენით სამუშაოებში, იქნება ეს ფონდის სახით თანხის ჩარიცხვა თუ პირდაპირ აღდგენითი სამუშაოების წარმოება.
ჩვენ გვყავს კვალიფიციურ სპეციალისტთა ჯგუფი და გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება რეკრეაციული და გამწვანების ზონების მოწყობისა.
დღეს, ჩვენს ხელთ არსებული რესურსების გათვალისწინებით, შეგვიძლია 5 ჰექტარი ფართობის სრულად აღდგენა განვახორციელოთ“-განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

















