logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქართველი გამომგონებლების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე
ქართველი გამომგონებლების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე
12:05 25.08.2017
ახალგაზრდა ქართველმა გამომგონებლებმა ვაშინგტონში გამართულ რობოტიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე First Global მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და მე-14 ადგილი დაიკავეს, 160-ზე მეტ მონაწილეს შორის. ქართველი გამომგონებლების მიერ შექმნილმა რობოტმა ჟიურის მხრიდან დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

რობოტიკის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ახალგაზრდა, ნიჭიერ გამომგონებლებს აერთიანებს, წელს პირველად გაიმართა და მასში მონაწილეობას მსოფლიოს 160-ზე მეტი ქვეყანა იღებდა. გუნდები 15-18 წლამდე ახალგაზრდა გამომგონებლებით იყო დაკომპლექტებული.

წლევანდელი First Global-ის თემა იყო მსოფლიოს უზრუნველყოფა სუფთა წყლის მარაგით. მონაწილე გუნდებს საკუთარი დიზაინით რობოტები უნდა შეექმნათ, რომლებიც წყლის ბინძური და სუფთა ნაწილაკების ერთმანეთისგან განცალკევებას და სხვადასხვა რეზერვუარში გადანაწილებას შეძლებდნენ. ქართველმა გამომგონებლებმა ასეთი ფუნქციებით აღჭურვილი რობოტი შექმნეს, რომელზეც სკოლის მოსწავლეები დაახლოებით სამი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

საერთაშორისო ოლიმპიადა First Global-ის მიზანი მსოფლიო მასშტაბით მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართ ახალგაზრდების ინტერესის გაღვივებაა. კონკურსი მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერას, რომლებიც მსოფლიოს წინაშე არსებული ისეთი გამოწვევების მოგვარებას შეძლებენ, როგორიცაა: სასურსათო უსაფრთხოება, წყლის რესურსების დაცვა, დაავადებათა კონტროლი, საინფორმაციო უსაფრთხოება და სხვა.

წელს საერთაშორისო შეჯიბრზე საქართველოს სახელით გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის, ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლისა და ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.

პროექტის მხარდამჭერია თიბისი ბანკი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა