დედაქალაქის მასშტაბით, გასული ღამის განმავლობაში 11 სახანძრო და 39 სამაშველო
გამოძახება დაფიქსირდა. როგორც "ნიუსპრესს" საგანგებო სიტუაციათა სამსახურიდან აცნობეს, ხანძარი რამდენიმე უბანში ელექტრო სადენებზე, ასევე ნაგავსაყრელზე გაჩნდა და მას სერიოზული მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია.
საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობითვე, წუხელ იოსებიძისა და ბულაჩაურის ქუჩების კვეთაზე წყლის მილის დაზიანებამ მოძრაობის პარალიზება გამოიწვია, თუმცა აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის აღდგენა მალევე მოხერხდა.

















