logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: წუხელ ძალიან რთული ღამე იყო
პრემიერი: წუხელ ძალიან რთული ღამე იყო
13:05 24.08.2017
„წუხელ იყო ძალიან რთული ღამე. მთელი ღამე გრძელდებოდა მუშაობა, გაჭრილია ტყეში სამ კილომეტრამდე ახალი გზა. მთლიანობაში, ამ დღეებში 12 კილომეტრამდე გზა არის გაჭრილი. მოხდა აქტიური ცეცხლის კერების გამიჯვნა ჯანმრთელი ტყისგან. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის კერები არის შემოსაზღვრული. ამ წუთებში მუშაობს 6 ვერტმფრენი, ცოცხალი ძალა - 1500 კაცი გასულია ცეცხლის აქტიურ ზონაში. დღის განმავლობაში გაგრძელდება ცეცხლის კერების დამუშავება, როგორც ავიაციით, ასევე ცოცხალი ძალით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან ყველა მხარეს, ვინც დახმარება აღმოგვიჩინა, მადლობა გადაუხადა.

„მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო იმ დახმარებისთვის რომელსაც ვიღებთ პირველივე დღიდან. გამოითქვა დახმარების სურვილი და ჩვენ მივიღეთ ეს დახმარება აზერბაიჯანისგან, თურქეთისგან, სომხეთისგან, ასევე ბელარუსისგან. გუშინ დახმარების მზადყოფნა ასევე გამოითქვა სხვა ქვეყნებისგან - ამერიკის შეერთებული შტატებისგან, დიდი ბრიტანეთისგან, გერმანიისგან, ისრაელისგან, საბერძნეთისგან. დახმარების მზაობა გამოითქვა უკრაინისგან, ბულგარეთისგან, ირანის მხრიდან. მინდა განსაკუთრებულად შევეხო რუსეთის საკითხს, ვინაიდან ამ დღეების განმავლობაში ეს საკითხი იყო აქტიური განხილვის საგანი. რუსეთმა გამოთქვა დახმარების მზადყოფნა. ვფიქრობთ, რომ ეს წინადადება არის მისასალმებელი. ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ქვეყნის წინაშე. სწორედ, გამომდინარე პასუხისმგებლობის ამ მაღალი ხარისხიდან, ვფიქრობთ, რომ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გაგვაჩნია ძალიან რთული ურთიერთობა რუსეთთან, ასეთი წინადადება არის მისასალმებელი. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და დღის განმავლობაში მოგახსენებთ სიტუაციის განვითარების შესახებ“-აღნიშნა პრემიერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა