logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
#მეხანძრეგმირია. მედიასააგენტო „კლიპარტი“ სოციალურ კამპანიას იწყებს
#მეხანძრეგმირია. მედიასააგენტო „კლიპარტი“ სოციალურ კამპანიას იწყებს
15:46 23.08.2017
#მეხანძრეგმირია - ხშირად მათ საკუთარი სიცოცხლის ფასად უწევთ ჩვენი დაუდევრობით გამოწვეულ სტიქიასთან გამკლავება. #მეხანძრეგმირია, რადგან ყველაზე საშიშ მოვლენასთან პირისპირ დარჩენილები არ ფიქრობენ საკუთარ უსაფრთხოებაზე - მათი მიზანი სხვისი სიცოცხლისა და ბუნების გადარჩენაა. ნუ ჩავაგდებთ საფრთხეში, გავუფრთხილდეთ და დავიცვათ როგორც საკუთარი, ისე მეხანძრეების სიცოცხლე და საქართველოს უნიკალური ბუნება! მთავარი კი ელემენტარული წესების ცოდნა და დაცვაა, რომელთა გაცნობასაც მედიასააგენტო „კლიპარტი“ სოციალური კამპანიის #მეხანძრეგმირიას ფარგლებში აპირებს.
ბორჯომის ხეობაში გამძვინვარებულ ხანძარს 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი, ათეულობით მოხალისე და მეზობელი ქვეყნებიდან დასახმარებლად გამოგზავნილი ავიაცია და სპეცტექნიკა ებრძვის. სტიქიასთან 24-საათიანი თავგანწირული ბრძოლის შედეგად ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. ისინი არ უშინდებიან ცეცხლს, ქარს, ღამის სიბნელეს და სწორედ მათი წყალობით გადაურჩა ბორჯომის ხეობა შთამომავლობას. #მეხანძრეგმირია - მათზე უკვე ლეგენდებს ყვებიან:
,,ვხედავდი ჩემს მეხანძრე-მაშველებს (დიახ, ჩემი!), რომლებსაც უძილობისგან და დაღლილობისგან ფერი აღარ ედოთ სახეზე, თითქმის იძულებით გამოიყვანეს რამდენიმე მათგანი ტყიდან, რომ ცოტა დაესვენათ... შემთხვევით გავიარე კარავთან, სადაც მათ, სულ რაღაც, 2 საათით უნდა მოესვენათ, ალბათ. კარვიდან ხმა შემომესმა: „იქიდან გადაკეტე, ბიჭო, ცეცხლი არ წავიდეს“! მივხვდი, რომ ძილში ყვიროდა!! როგორი გრძნობაა, თითქმის ჩამქრალ ხანძარს ქარი რომ ხელახლა გიღვივებს?! მომერიდა, შემრცხვა, რომ ჩემდაუნებურად ვხმაურობდი, ერთ-ერთ ჟურნალისტს ვესაუბრებოდი ტელეფონით. მეგონა, მე გავაღვიძებდი - ვითომ ვერტმფრენები „ფეხაკრეფით“ დაფრინავდნენ. გამოვიპარე იმ ადგილიდან. ძალიან ბევრი ასეთი დასამახსოვრებელი მომენტი დამიტოვა დღევანდელმა დღემ, მაგრამ თავს აღარ შეგაწყენთ“. - წერს სოციალურ ქსელში სტიქიის ზონაში მყოფი ერთ-ერთი თვითმხილველი.
საქართველოში მსგავსი მასშტაბის სტიქიური მოვლენა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ არ მომხდარა, მაშინ მიზეზი ომი იყო, ამჯერად კი შესაძლოა, ელემენტარულ დაუდევრობას ჰქონდეს ადგილი, რომლის გამოც 12 ჰექტარი უნიკალური ტყის მასივი გადაიწვა. მედიაგავრცელების სააგენტო „კლიპარტი“ სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას გააცნობს იმ წესებს, რომელთა დაცვითაც თავიდან ავიცილებთ მსგავსი მასშტაბის ხანძრებს და გავუფრთხილდებით საქართველოს უნიკალურ ბუნებას.
მათი დაცვა გაცილებით მარტივია, ვიდრე ჩვენივე დაუდევრობით გამოწვეული ხანძრების ჩაქრობა.
ნუ გადავაგდებთ ტყეში ჩაუმქრალ ნამწვს;
ნუ დავანთებთ ტყეში კოცონს გამხმარი მწვანე საფარის სიახლოვეს;
ნუ დავტოვებთ ტყეში ნაგავს;
ნუ დავტოვებთ ტყეში და მის სიახლოვეს თვითაალაბედ ნივთებს.
ნუ დავტოვოთ ტყეში ან მინდორში მინის ჭურჭელს ან მის ნამსხვრევებს;
ავტომობილებში ვიქონიოთ ცეცხლმაქრი.
ტყის ხანძრები სწრაფად ვრცელდება და მოიცავს ტყის მასივებსა და სხვა მწვანე მცენარეებს - ბუჩქებს, ბალახს, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს.
ასე რომ, მოგიწოდებთ, შემოუერთდეთ „კლიპარტის“ სოციალურ-საგანმანათლებლო აქციას #მეხანძრეგმირია, გაააზიარეთ ხანძრის პრევენციის წესები და ამით დაიცავით საკუთარი უსაფრთხოება და საქართველოს უნიკალური ბუნება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა