logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: ხანძრის გავრცელების არეალი მნიშვნელოვნად შემცირდა
პრემიერი: ხანძრის გავრცელების არეალი მნიშვნელოვნად შემცირდა
15:36 23.08.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ცეცხლის გავრცელების არეალი მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
ეს განცხადება პრემიერმა დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„ ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ჩვენმა ჯარისკაცებმა მთელი ღამის განმავლობაში იმუშავეს, დილის 5 საათისთვის კი მოხდა მთლიანად ლოკალიზება, შემდეგ, მეხანძრე-მაშველების დახმარებით, საბოლოოდ ჩააქრეს ხანძარი.
რაც შეეხება ბორჯომის ხეობას, ცეცხლის გავრცელების არეალი არის გაცილებით შემცირებული, თუმცა რჩება რამდენიმე კერა, განსაკუთრებით რთულია წაღვერის და ტიმოთესუბნის ქედზე გავრცელებული ცეცხლი. დღეს, ამ წუთას, მთელი ავიაციის რესურსის მობილიზება ზუსტად ამ კერაზე ხდება, რათა საღამოსთვის ჩვენ მაქსიმალურად შევამციროთ ცეცხლი. მოგეხსენებათ ქარია, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს კიდევ ძალიან ინტენსიური მუშაობა იმისათვის, რომ ეს კერაც დავძლიოთ. რა თქმა უნდა აუცილებელი აღნიშვნის ღირსია, რომ ამ სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში 24 საათის განმავლობაში, რამდენიმე დღის მანძილზე, ძალიან ბევრი იშრომეს ჩვენმა სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მეხანძრე-მაშველებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ასევე ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რომლებმაც უდიდესი სოლიდარობა გამოხატეს სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში. აუცილებელი აღნიშვნის ღირსია, რომ ჩვენმა მეგობრებმა გაგვიწიეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება. განსაკუთრებით მინდა გამოვყო აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, ბელორუსი. თქვენ ხედავთ მათ წარმომადგენლებს, როგორც ცოცხალ ძალას, ასევე მძიმე ტექნიკას. ასევე უნდა ვთქვა, რომ ყოველ წუთს მოდის დახმარების შემოთავაზება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ სტიქიას ერთობლივად უცილებლად დავამარცხებთ. შტაბი აგრძელებს 24 საათის განმავლობაში მუშაობას, ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის რომ ცეცხლი ბოლომდე ჩავაქროთ. სანამ ცეცხლი ბოლომდე არ ჩაქრება შტაბი გააგრძელებს დღე-ღამის განმავლობაში განუწყვეტლივ მუშაობას. ჩვენ ერთობლივი ძალებით აუცილებლად დავამარცხებთ ამ სტიქიას და მეორე დღიდანვე დავიწყებთ მუშაობას იმისათვის, რომ ჩვენი უნიკალური ბორჯომის ტყე-პარკი აღვადგინოთ. უნდა შევიმუშაოთ ტყის აღდგენის პროგრამა. რომლის შემუშავებაში ჩავრთავთ ყველა შესაბამის სამთავრობო უწყებას, დარგის სპეციალისტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს. უნდა შეიქნას ფონდიც, სადაც მოზიდული იქნება ყველა საჭირო რესურსი, აუცილებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად. უკვე გამოითქვა არაერთი კერძო ინიციატივა ტყის საფარის აღდგენის მიმართულებით, რაც მისასალმებელია. როგორც ერთად ვამარცხებთ სტიქიას, ასევე ერთად აღვადგენთ ჩვენს ბუნებას, ჩვენს ტყეს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა .


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა