logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკში ჯანსაღი ცხოვრების ფესტივალი გაიმართა
მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკში ჯანსაღი ცხოვრების ფესტივალი გაიმართა
08:15 23.08.2017
ქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე მოქმედ მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკში, ჯანსაღი ცხოვრების ფესტივალი გაიმართა. ღონისძიების მიზანს მოზარდებში ჯანსაღი საკვები პროდუქტების შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. ფესტივალს საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ცნობილი სპორტსმენები ვლადიმერ ბოისა და ლევან კობიაშვილი, ასევე, რაგბისტები და ფეხბურთელები შეუერთდნენ.

საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, წყნეთის ბანაკში ამ ეტაპზე მე-7, მე-8 და მე-9 კლასელი 300 მოსწავლე ისვენებს. მათ შორის არიან - წარჩინებული, მცირე კონტიგენტიანი სკოლისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებნი და სხვა.

ფესტივალის ფარგლებში, მოსწავლეები დილიდან სხვადასხვა ღონისძიებაში იყვნენ ჩართულნი - ჩაუტარდათ ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ, მონაწილეობა მიიღეს ჯანსაღი ცხოვრების სლოგანებისა და პოსტერების შექმნაში, გაიმართა სპორტული შეჯიბრებები რაგბში, ფეხბურთში, კალათბურთსა და ბალახის ხოკეიში. შეჯიბრებებში, ბავშვებთან ერთად, სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. ასევე გაიმართა კულინარიული მარათონი - ვინ უფრო სწრაფად გადაარჩევდა ჯანსაღ პროდუქტებს, მოეწყო სლოგანებისა და პოსტერების გამოფენა, ჟიურის მიერ, მათ შორის საუკეთესოებიც გამოვლინდა.

გამორჩეული სლოგანებისა და პოსტერების ავტორები, ასევე სხვადასხვა შეჯიბრში გამარჯვებულები მინისტრებმა დააჯილდოვეს. მოსწავლეებს საჩუქრები გადასცეს ჯანდაცვის სამინისტროსა და კომპანია „ჯეოსელის“ წარმომადგენლებმა, ვლადიმერ ბოისამ კალათბურთით დაინტერესებულ მოსწავლეებს წიგნები გადასცა, სადაც მის წარმატებულ სპორტულ ცხოვრებაზეა მოთხრობილი. ფესტივალის ფარგელებში ასევე გამოვლინდნენ „ჯანსაღი ცხოვრების ელჩები“- მოსწავლეები, რომლებიც თავიანთი ქალაქის, რაიონისა თუ, სოფლის სკოლებში პოპულარიზაციას გაუწევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს.

სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით:

სკოლებს უკვე მიეცათ რეკომენდაცია, რომ ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს მხოლოდ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტი შესთავაზონ. ამასთან, სამინისტროს მიერ უკვე შემუშავდა სკოლის ბუფეტების ფუნქციონირების საერთო წესი, რომლის თანახმად, ბიზნესოპერატორებს სკოლებში ეკრძალებათ ისეთი არაჯანსაღი საკვების შეტანა, როგორიცაა წასახემსებელი ჩიფსები, კანფეტები, შოკოლადები, გაზიანი სასმელები (გარდა გაზიანი მინერალური წყლისა) და ზოგადად, ზედმეტად მარილიანი და მაღალშაქრიანი პროდუქტები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა