logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ვაზიანში დევნილთათვის განკუთვნილ კორპუსში მოქალაქეთა ჯგუფის შეჭრასთან დაკავშირებით დევნილთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ვაზიანში დევნილთათვის განკუთვნილ კორპუსში მოქალაქეთა ჯგუფის შეჭრასთან დაკავშირებით დევნილთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
16:36 22.08.2017
ვაზიანში დევნილთათვის განკუთვნილ რეაბილიტირებულ კორპუსში მოქალაქეების ჯგუფი უკანონოდ შეიჭრა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ,

„დღეს, ვაზიანში, დევნილთათვის განკუთვნილ რეაბილიტირებულ კორპუსში მოქალაქეების ჯგუფი უკანონოდ შეიჭრა.
ვაზიანში არსებულ შენობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ რეაბილიტაცია ჩაუტარა და წლის ბოლოს ამ კორპუსში 40 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს.
სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, კორპუსს გარკვეული ხარვეზები აღენიშნებოდა, რომელთა აღმოფხვრის მიზნით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დომინანტ კონსტრაქშენი“ დამატებით სამუშაოებს აწარმოებს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საძირკვლის გამაგრება, შიდა რემონტი და ეზოს კეთილმოწყობა. სამუშაოები 2017 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, თუმცა მოქალაქეების მიერ შენობის უკანონოდ დაკავება ამ პროცესს აფერხებს.
დევნილთა და განსახლების სამინისტრო მიმართავს ამ მოქალაქეებს, ნებაყოფლობით დატოვონ უკანონოდ დაკავებული ბინები, რადგან კორპუსი აშენებულია დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც საცხოვრებელი ფართის მიღებას წლების განმავლობაში ელოდებიან.
ეს არ არის შეჭრის პირველი შემთხვევა, რადგან თაღლითურ ჯგუფებს შეცდომაში შეჰყავთ სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეები და უკანონოდ დაკავებული საცხოვრებელი ფართების დაკანონებაში დახმარებას ჰპირდებიან.



სწორედ ამიტომ, სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავს მოქალაქეებს, რომ კორპუსი აშენებულია კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფისთვის და აღნიშნული ბინები, კრიტერიუმების შესაბამისად, ყველაზე მძიმე პირობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს უნდა გადაეცეთ. სამინისტრო მოუწოდებს უკანონოდ შეჭრილ მოქალაქეებს, არ დაუჯერონ თაღლითურ შეთავაზებებს და დაუყონებლივ დატოვონ შენობა“- ნათქვამია განცხადებაში“- ნათქვამია განცახდებაში.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა