მწერალთა სახლში ხვალ, 23 აგვისტოს Magnum Photos 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო
პროექტის “რუსული დღიურის“ კვალდაკვალ" პრეზენტაცია გაიმართება.
პროექტის ფარგლებში, შეიქმნება რობერტ კაპასა და ჯონ სტეინბეკის მიერ 1947 წელს შექმნილი „რუსული დღიურების“ თანამედროვე ვერსია.
კაპასა და სტეინბეკის მიერ 70 წლის წინ რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში გავლილ მარშრუტს გაიმეორებენ.
Magnum Photos პრეზიდენტი, მსოფლიოში ცნობილი ომის ფოტოფრაფი თომას დვორჟაკი და ბრიტანელი ჟურნალისტი ჯულიუს შტრაუსი.
პრეზენტაციის ფარგლებში დვორჟაკი და შტრაუსი მწერლებს და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
პროექტს სააგენტო Magnum Photos და თიბისი ბანკი წარმოგიდგენთ.
პრეზენტაცია 19:00 საათზე გაიმართება.

















