საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბორჯომში ხანძრის დასახლებულ
პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
ქვეყნის პირველმა პირმა მაშველებს, მოხალისეებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ცეცხლის ლიკვიდირების პროცესშია ჩართული, მადლობა გადაუხადა.
„ბორჯომში ხანძარი რამდენიმე დღეა ჩვენ ყველას განსაკუთრებულად გვაწუხებს და გვაშფოთებს. მე მინდა ყველას - მეხანძრეებს, მაშველებს მადლობა ვუთხრა, მათ ვინც ეს დღეებია გმირულად ებრძვის ხანძარს. ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ მობილიზებულია არა მარტო ჩვენი, არამედ მეზობელი ქვეყნების რესურსები. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს, აზერბაიჯანელებსა და თურქებს, რომლებიც სტიქიის ლიკვიდირებაში გვეხმარებიან. ძალიან მაღალი ხარისხის კოორდინაცია არის. ბატონი პრემიერ-მინისტრი და მინისტრები იმყოფებიან და ამ უბედურებასთან გამკლავების პროცესში არიან ჩართულები. მინდა მადლობა ვუთხრა საზოგადოებს, მოხალისეებს. მინდა ვთხოვო მათ, არაფრისდიდებით დამოუკიდებელი ღონისძიებები არ განახორციელონ, თავიანთი დახმარება შესთავაზონ შესაბამის შტაბს. ასეთ შემთხვევაში ეს დახმარება იქნება ეფექტური. მადლობა თქვენი სამოქალაქო ორგანიზებისთვის. ასევე მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ დასახლებულ პუნქტებს საშიშროება არ ემუქრება. ამ მომენტში პანიკის საშიშროება არაა. მითუმეტეს რომ ოპერატიულად მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველოსბის სტრუქტუები, რომლებიც ინფორმირებულნი არიან. აგრეთვე ოპერატიულად მუშაობს მედიაც და მადლობა ასევე მათ ამ საქმეში ასეთი აქტიური, ფაქტიურად 24 საათიანი ჩართულობისთის“- განაცხადა პრეზიდენტმა.

















