დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. კომპანია „თელასის“
ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ნუცუბიძის, გუდამაყრის, ხორნაბუჯის და თიანეთის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაინის I, III კვარტლების და პიკასოს ქუჩის, 11 საათიდან 15 საათამდე ვაშლიჯვრის დასახლების, ემხვარის და გოძიაშვილის ქუჩების, 10:30 საათიდან 18 საათამდე ბოგდან ხმელნიცკის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების, 10 საათიდან 18 საათამდე მტკვრის მარცხენა სანაპიროს, მაიაკოვსკის, ყიფიანის და აგლაძის ქუჩების, 11 საათიდან 12:30 საათამდე კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ხოლო 12 საათიდან 13 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბარნოვის, ნაფარეულის, ჯანაშვილის, კეკელიძის, შროშის, ქობულეთის, ქუთათელაძის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლები.

















