თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე საგზაო სამუშაოების გამო დღეიდან 15 სექტემბრის ჩათვლით
საავტომობილო მიმოსვლა შეიზღუდება.
ამასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი” უცვლელად გთავაზობთ.
„2017 წლის 21 აგვისტოს, 23:00 საათიდან მიმდინარე წლის 15 სექტემბრის 08:00 საათამდე, საგზაო სამუშაოების გამო, საავტომობილო მიმოსვლა დროებით ორმხრივად შეიზღუდება ა. წურწუმიას ქუჩაზე.
კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ახორციელებს ავლაბრის მეტროდან (ნ. ირბახის, ა. წურწუმიას, ა. ზურაბიშვილის ქუჩების ) ჯორჯ ბუშის ქუჩამდე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს.
ამ პერიოდში დროებით იცვლება N127 მიკროავტობუსის მარშრუტი. N127 ქეთევან წამებულის ქუჩიდან ზურაბაშვილის ქუჩას გუთნისა და თელავის ქუჩების გავლით დაუკავშირდება”- ნათქვამია განცხადებაში.

















