მართლმადიდებლური ეკლესია დიდმარხვისთვის ემზადება - დღეს ყველიერის კვირის ბოლო დღე - შენდობის კვირაა. ამ დღეს მართლადიდებლები ერთმანეთს პატიებს
სთხოვენ და ცოდვებს სხვებსაც მიუტევებენ. საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღევლინება და შენდობის ლოცვები იკითხება.
დღევანდელ დღეს მართლმადიდებლური ეკლესია პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზს იხსენებს, რომელიც სინანულის უქონლობა გახდა. ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა.
დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესს წაიკითხავს და თავადაც ითხოვს მიტევებას.
შენდობის დღის შემდეგ მორწმუნეები დიდმარხვას იწყებენ. წელს მარხვა 27 თებერვალს იწყება, აღდგომას კი მართლმადიდებლური ეკლესია 15 აპრილს ზეიმობს.

















