გერმანიაში, მემინგენში ჩარჩენილი მგზავრების უმეტესი ნაწილი საქართველოში 24 აგვისტოს
გამოფრინდება.
ისინი ქუთაისში დორტმუნდიდან გამოემგზავრებიან. თუმცა უცნობია, სად მოუწევთ მგზავრებს საქართველოში დაბრუნებამდე სამი დღის გატარება.
შეგახსენებთ, რომ "ვიზიარის" რეისი, რომელიც მემინგენიდან ქუთაისში მოფრინავდა, წინასწარი გაფრთხილების გარეშე ორი დღის წინ გადაიდო. მიზეზი სავარაუდოდ, უამინდობა იყო.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში ყველა დაზარალებულ მგზავრს დამატებით გაწეული ხარჯები აუნაზღაურდება.

















