logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე“ საჯარო სკოლის დირექტორთა რეგისტრაცია ცხადდება
„სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე“ საჯარო სკოლის დირექტორთა რეგისტრაცია ცხადდება
14:33 18.08.2017
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, აცხადებს რეგისტრაციას “სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე” მონაწილეობის მსურველთათვის.
კონფერენცია განკუთვნილია საქართველოს საჯარო სკოლების მოქმედი დირექტორებისთვის.
უწყების ინფორმაციით, მისი მიზანია პროექტის ფარგლებში ტრენინგ-მოდულებისა და კვარტლური შეხვედრების შედეგად მიღებული გამოცდილების, სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. შესაბამისად, კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ დირექტორებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ პროექტის აღნიშნულ აქტივობებში.
“სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ ჩატარდება 2017 წლის 9-10 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და განათლების სფეროს ექსპერტები. კოლეგებისა და ფართო საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის საკუთარ გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარების შესაძლებლობა მიეცემათ საჯარო სკოლების დირექტორებს, რომელთა მოხსენებებიც კონკურსის გზით შეირჩევა. თითეული სესიის ბოლოს გაიმართება დისკუსია.
ასევე, ყველა მონაწილეს გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა ელექტრონული რეგისტრაცის გავლა.
რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 21 აგვისტოს, 12:00 საათიდან, ვებგვერდზე: www.teec.ge და დასრულდება 24 აგვისტოს დღის 12:00 საათზე.
წუყების ცნობითვე, პროექტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ კონფერენციის ყველა მონაწილეს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობები. შესაბამისად, საქართველოს რეგიონების სკოლების წარმომადგენლებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან რეგისტრაციას, პროექტი შესთავაზებს სასტუმროში განთავსებას (ამის შესახებ მონაწილე რეგისტრაციის დროს მიიღებს დამატებით ინფორმაციას).
კონფერენციაში მონაწილეობას შეძლებს პირველი 200 მსურველი, რომელიც დააკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: არის საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი და წარმატებით აქვს გავლილი ლიდერობის აკადემიის ტრენინგ-მოდულები (ლიდერობის აკადემია 1, ლიდერობის აკადემია 2, მ. 1-2).



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა