საქართველოს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე
ელექტროენერგიის სატარიფო განაცხადების განხილვისას დაპირისპირება მოხდა.
ინციდენტის გამო განხილვა შეწყდა.
სხდომაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა „სემეკის“ წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილთან და კახი კალაძესთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს. ოპოზიციური პარტია „სემეკისგან“ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაზე უარის თქმას მოითხოვს.
იმის მიუხედავად, რომ ვითარების განსამუხტად უწყებაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, შესვენების შემდეგ „ლეიბორისტული პარტის“ წევრებმა კომისიის წევრებს სხდომის განახლების საშუალება მაინც არ მისცეს.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან სემეკს 150 დღიანი ვადა ექნება, რათა ახალ ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადოს.

















