„საზოგადოება 2030“-ის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაშვილმა ესპანელი ხალხისადმი, ბარსელონის
ტერაქტში დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა.
როგორც მამულაშვილი აცხადებს, აღნიშნულმა ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურება და გაძლიერება ტერორიზმის ბრძოლის წინააღმდეგ აუცილებელია.
„მწუხარებას გამოვთქვამ და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ესპანელ ხალხს, ქალაქ ბარსელონაში მომხდარი შემზარავი ტერორისტული აქტის გამო. ვგმობ ტერორიზმს, როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს. აღნიშნულმა ფაქტმა, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ აუცილებელია საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურება და გაძლიერება ტერორიზმის ბრძოლის წინააღმდეგ. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანაგრძნობას ვუცხადებ მათ. დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“- ნათქვამია განცხადებაში.

















