შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ იშვიათი ჯიშის თეთრი დელფინი დააფიქსირა.
როგორც „ნიუსპრესს“ ილიას უნივერსიტეტიდან აცნობეს, ერთ-ერთი საზღვაო გასვლის დროს, რიონისა და ხობის შესართავებს შორის, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მკვლევარებმა ასევე თეთრი ზღვის ღორი შეამჩნიეს.
კვლევა რომლის მიზანი შავი ზღვის დელფინების შესწავლაა, 2009 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მსხვილი ძუძუმწოვრების ეკოლოგიისა და კონსერვაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.
საველე სამუშაოებში პროფესორებთან ერთად ეკოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებიც მონაწილეობენ.

















