logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პროფკავშირები: მსგავსი მხარდაჭერა არც დაჩი ცაგურიას და არც მის დამკვეთებს, ვისაც ის გოშიასავით ემსახურება, არ ეღირსებათ
პროფკავშირები: მსგავსი მხარდაჭერა არც დაჩი ცაგურიას და არც მის დამკვეთებს, ვისაც ის გოშიასავით ემსახურება, არ ეღირსებათ
16:15 16.08.2017
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების პრესსამსახური, პროფკავშირების ხელმძღვანელის, ირაკლი პეტრიაშვილის შესახებ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, დაჩი ცაგურიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
პროფკავშირების განცხადებას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“უცვლელად გთავაზობთ.
„პოლიტიკოსად შემდგარ არ შემდაგრობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა საკითხებთან - ცაგურიას არ აქვს განათლება, არც კომპეტენცია, არც საგნების სწორად აღქმის უნარი, თორემ მისთვის ცნობილი იქნებოდა, რომ პოლიტიკურად შემდგარი ირაკლი პეტრიაშვილი უკვე არის, როგორც საქართველოში ისე ევროპაში (ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტია და მისი არჩევა მრავალმილიონიან ორგანიზაციაში ხმათა უმრავლესობით მოხდა), მსგავსი საერთაშორისო მხარდაჭერა არც ცაგურიას და არც მის დამკვეთებს, ვისაც იგი გოშიასავით ემსახურება, ვერ ეღირსებათ. 
რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნებში პეტრიაშვილის მონაწილეობა პროფკავშირული ნიშნით და პროფკავშირების წარდგინებით გადაწყდა და ცაგურიასავით პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მას არასოდეს უხტუნავია; საარჩევნო კამპანიის დროს იგი მყარად პროფკავშირულ ხაზს ატარებდა, სადაც არა 1% არამედ 9% იანი მხარდაჭერა აიღო, რაც ასევე საარჩევნო სისტემის სიყალბემ და კორუფციამ განაპირობა, რაც ასევე დიდწილად ცაგურიას დამკვეთების "დამსახურება" იყო.
პოლიტიკოსად ადამიანი შეიძლება ჩამოყალიბდეს ან ვერ ჩამოყალიბდეს და ეს ტრაგედია არაა, მაგრამ კაცად ჩამოყალიბება გაცილებით დიდი პრობლემა და მიუწვდომელი პერსპექტივაა ცაგურიასთვის.  რაც შეეხება აქციას, პროფკავშირების თავმჯდომარე არწმუნებდა რკინიგზელთა პროფკავშირს , რომ ყველა რესურსი გამოეყენებინა, რათა შიმშილობა არ დაწყებულიყო, არა იმიტომ, რომ პროტესტს არ იმსახურებს ის ბინძური მართვის სისტემა რაც რკინიგზაშია გამეფებული, არამედ იმიტომ, რომ ამ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ხალხის ისედაც გაუსაძლისი ყოფა, კიდევ უფრო არ დაემძიმებინათ.
საქართველოს პროფკავშირები განსხვავებას „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებულ შუა საუკუნეობრივ აზროვნებას და ქმედებებს და ცაგურიას და მისი პატრონების ქმედებებს შორის არსებითად ვერ ხედავს. რა პროტესტიც ჰქონდათ პროფკავშირებს რკინგზაში მაშინ და რის გამოც, უწევდა საქართველოს მთავრობას ვაშინგტონს, ბრიუსელს თუ ჟენევაში თავის მართლება, იგივე ხდება ცაგურიას და მისი პატრონების მართულ რკინიგზაში დღეს“- ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დაჩი ცაგურიას განცხადებით, ადამიანების ჯგუფი წლებია, მას შემდეგ რაც სააკაშვილი აღარ არის ხელისუფლებაში, ცდილობს მუდმივად მოაწყოს პროვოკაციები, ხოლო მის დროს სიამის კატასავით ფეხებს უთბობდა სააკაშვილს და მის გუნდს.
„მაშინ არასოდეს გახსენებია მშრომელთა უფლებები. დღეს ასეთი გულადი გახდა. ეს ადამიანები არიან შეცდომაში შეყვანილები პეტრიაშვილის ჯგუფის მიერ, რომლებიც მუდმივად სიცრუეს ავრცელებენ. ეს ადამიანები არ არიან რკინიგზელთა ინტერესებზე ორიენტირებული, ისინი რკინიგზელთა ფულით აფინანსებდნენ ყოველთვიურად ირაკლი პეტრიაშვილის წინასაარჩევნო კამპანიას. ჩვენ ამას ვხედავდით, ირაკლი პეტრიაშვილმა ერთი პროცენტიც კი ვერ მოაგროვა, ის არის გაკოტრებული პოლიტიკოსი და შანსი არა აქვს და არც არასოდეს ექნება“- ნათქვამია ცაგურიას განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა