სახალხო დღესასწაული შუამთობა მთა ზორტიყელშიც აღინიშნა. ღორჯომის მოსახლეობა
უამრავ სტუმართან ერთად შეიკრიბა და ტრადიციულ დღესასწაულთან დაკავშირებით კულტურული და სპორტული ღონისძიებები გამართა.
ადგილობრივ მოსახლეობას დღესასწაული მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძემ და პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ მიულოცეს.
ზეიმს აგრეთვე სხვა ოფიციალური პირები და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.

















