logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 აღმაშენებელზე კაფეების დახურვასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
აღმაშენებელზე კაფეების დახურვასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
14:57 14.08.2017
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ღია კაფეებთან დაკავშირებით, თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მერიამ კანონსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთის შესახებ მითითება სულ 16 სამართალდამრღვევ სუბიექტს მისცა, საიდანაც 12-მა, გაფრხილების შესაბამისად, უნებართვოდ მოწყობილი ღია კაფე სრულად გააუქმა.

თბილისის მერიის განცხადებას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

„თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 9 აგვისტოს გაცემული მითითებების შესაბამისად, დავით აღმაშენებლის გამზირზე უნებართვოდ მოწყობილი ღია კაფეების ნაწილი აღებულია და კაფე-ბარები მუშაობას აღნიშნული საქმიანობისთვის განკუთვნილ ტერიტორიებზე (შენობა-ნაგებობებში) განაგრძობენ.

თბილისის მერიამ კანონსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთის შესახებ მითითება სულ 16 სამართალდამრღვევ სუბიექტს მისცა, საიდანაც 12-მა, გაფრხილების შესაბამისად, უნებართვოდ მოწყობილი ღია კაფე სრულად გააუქმა, 2-მა ნაწილობრივ, ხოლო 2-ს ამ დრომდე ქმედება არ განუხორციელებია.

კაფე-ბარების მეპატრონეებს ვადა 14 აგვისტომდე მიეცათ, რის შემდეგაც კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება.

აღსანიშნავია, რომ 16 სამართალდამრღვევი სუბიექტიდან 7 კაფე-ბარის დამფუძნებელი და ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირი ქართველია, ხოლო 9 უცხო ქვეყნის მოქალაქე. მას შემდეგ, რაც აღნიშნული პირები თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებში ღია კაფეების მოწყობისთვის სავალდებულო პროცედურებს გაივლიან, ისინი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ.

დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სხვა კაფე-ბარების მიმართაც უახლოეს დღეებში მსგავსი ღონისძიებები განხორციელდება“- ნათქვამია განცხადებაში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა