აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას
განცხადებით, უნდობლობის ხიდი, რაც აფხაზებსა და ქართველებს შორისაა გაირღვევა და ისინი ძველებურდ ცხოვრებას შეძლებენ.
ამის შესახებ ყოლბაიამ, აფხაზეთის ომის დაწყებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
ყოლბაია გმირთა მოედანზე იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„სამწუხაროდ ვერ შევინარჩუნეთ ჩვენი დიდი აფხაზებისა და დიდი ქართველების შრომა და ვიმკით იმას, რაც დღეს გვაქვს. ამაში უნდა ვეძებოთ ის, რასაც ქვია არა მარტო გარედან სერიოზულად გატარებული დიდი ღონისძებები - შავი ქმედებები, არამედ თვითონ ჩვენ თუ როგორ ვერ შევძელით ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ გვიანი არაა. ჩვენ შევძლებთ უნდობლობის ხიდის გარღვევას და ლაზები და ქართველები ისე იცხოვრებენ, როგორც ადრე“- განაცხადა ყოლბაიამ.

















