რაჭაში, წესი-ურავის გზაზე მეწყერი ჩამოწვა.
სტიქიას დღეს ადგილზე გეოლოგების ჯგუფი შეისწავლის და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება გზის გაწმენდის ინტენსიურ რეჟიმში გადასვლა.
გზა, რომელზეც მთის ნაწილი ჩამოიშალა სამ სოფელს აკავშირებს.
როგორც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, განაცხადა, მეწყერულ ზონაში მგაზვრების გადაადგილება მხოლოდ მაშინ ხერხდება, როდესაც ქვათაცვენა ჩერდება.
„ძლიერი ქვათაცვენის გამო, ინტენსიური სამუშაოები ვერ მიმდინარეობდა. პატრულირებს გზაზე პოლიციის შესაბამისი სამსახურები და იმ პერიოდში, როდესაც ქვათაცვენა შეჩერებულია, ვახერხებთ მგზავრების გადაადგილებას. ინტენსიურად მიდის მუნიციპალური ტექნიკის მუშაობა ალტერნატიულ გზაზე და დღის განმავლობაში სრულად იქნება შესაძლებელი მაღალი გამავლობის მანქანების გატარება ალტერნატიულ შემოვლით გზაზე“ -განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ.

















