სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო უბნის მესტიის სატყეოს მე-13 კვარტალში ხანძარი ლოკალიზებულია.
რთული რელიეფური მდებარეობის გამო, ხანძრის ლოკალიზება სასაზღრო პოლიციის ვეტმფრენით გახდა შესაძლებელი.
ხანძარი ბანგურიანის მთაზე 2 ჰექტრამდე ფართობს გაუჩნდა. ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონალური სამსხურის თანამშრომლები.

















