თბილისის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია
„თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ვაზისუბნის დასახლების, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, ნავთლუღის დასახლების, კობცოვის, ლაღიძის, ლუბლიანას, მესხეთის, ჯანელიძის, ქობულაძის, მათიაშვილის, ჩოჩუას, აბესაძის, გრიგოლ ხანძთელის, ანტონ კათალიკოსის, კუფტინის, ლერმონტოვის, კოტე აფხაზის, საიათნოვას, ვახტანგ ბერიძის და ბუცხრიკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III და IV კვარტლების, ლოტკინის ხევის, ლოტკინის მთის, რომელაშვილის, ჟღენტის, ზედაუბნის, კაჭრეთის, მაღაროს, მიტინგის, ენისელის, ვასილ თამარაშვილის, კოდალოს, დობროლუბოვის, კალუჟინის, სართანიას და კურნატოვის ქუჩების, 11:30 საათიდან 17 საათამდე გლდანის მასივის II მიკრორაიონის, 10 საათიდან 14 საათამდე დოლიძის, ბოლქვაძის, პანკისის და ბალანჩივაძის ქუჩების, 15 საათიდან 17 საათამდე ვარკეთილის III მასივის X კვარტლის, სამხედრო დასახლების, კალოუბნის, შუამთის, აბაშვილის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლები.

















