logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბათუმში თაფლის ფესტივალი გაიმართა
ბათუმში თაფლის ფესტივალი გაიმართა
12:10 13.08.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად თაფლის ფესტივალს დაესწრო, რომელიც ბათუმის ბულვარის კოლონადებთან გაიმართა.
აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი და აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 40-მდე მეფუტკრე მონაწილეობდა, რომლებსაც აკაციის, წაბლის, მინდვრის ყვავილების თაფლი და თაფლისაგან დამზადებული პროდუქცია ჰქონდათ წარმოდგენილი. ფესტივალზე მისულ სტუმარს ადგილობრივი ტრადიციული რეწვის ამსახველი სცენების და ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება და შეძენის საშუალება ჰქონდა. ბათუმის ბულვარში მოსეირნე ვიზიტორები კი საკუთარი ხელით ძველებურ ხის დანადგარზე ტრადიციული წესით თამბაქოს ფოთლებისაგან თუთუნის დამზადების პროცესში ჩაერთვნენ და მთაში შემორჩენილი წესით ხის დაზგაზე ტრადიციული ფარდაგების ქსოვის პროცესს დაესწრნენ. საგანგებო გასართობი კუთხე იყო მოწყობილი ბავშვებისთვის, სადაც მეფუტკრეობისა და თაფლის თემაზე ნახატები შექმნეს. თაფლის ფესტივალზე ქედის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ელესამ“ ტრადიციული ქართული სიმღერები შეასრულა.
თაფლის ფესტივალში მონაწილე მეფუტკრეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რაც ხელს უწყობს თაფლის წარმოების ზრდის პროცესს. ღონისძიება მიზნად ისახავს აჭარის როგორც მეფუტკრეობის ერთ-ერთი წამყვანი რეგიონის წარმოჩენასა და ადგილობრივი უნიკალური თაფლისა და თაფლის პროდუქციის პოპულარიზაციას. ცნობილია, რომ ქართული თაფლი ევროკავშირისბაზარზე გასატან პროდუქტებს შორის მოიაზრება.
თაფლის ფესტივალი პირველად 2015 წელს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებული და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მერსი ქორფსის,, მიერ იმპლემენტირებული კავკასიის ალიანსების პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა