logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: განათლებაში ინვესტირება ყველაზე მეტ უკუგებას იძლევა, ამიტომ განვაგრძობთ ამ მიმართულებით განვითარებას
პრემიერი: განათლებაში ინვესტირება ყველაზე მეტ უკუგებას იძლევა, ამიტომ განვაგრძობთ ამ მიმართულებით განვითარებას
16:01 11.08.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უდიდესი წარმატებაა, როდესაც ახალგაზრდები საერთაშორისო ოლიმპიადებიდან ამდენი მედლით ბრუნდებიან.
ამის შესახებ პრემიერმა მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"წელს, როგორც მითხრეს, ორჯერ მეტი მედალი მოვიპოვეთ, ვიდრე შარშან და შარშანწინ ერთად. თუ ასე გავაგრძელეთ, მსოფლიო ახალგაზრდობისთვის სერიოზული საფრთხე გავხდებით, რადგან შეიძლება აღარ მიგვიშვან საერთაშორისო ოლიმპიადებამდე. ძალიან მიხარია, გილოცავთ, მადლობას გიხდით", - მიმართა პრემიერმა საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, ინფორმატიკა - ეს ის სფეროებია, რომლებშიც მეცნიერები საქართველოს ძალიან სჭირდება.
"ზუსტ და საბუნებისმეტყველო დარგებში საქართველოს ჰყოლია მსოფლიო დონის მეცნიერები და დარწმუნებული ვარ, ამ დარბაზში, როდესაც თქვენ გიყურებთ, ვუყურებ ჩვენი ქვეყნის მომავალს და ჩვენი ქვეყნის მეცნიერების მომავალს. მინდა ვთქვა, რომ განათლება არის ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი, განათლებაში ინვესტირება ყველაზე მეტ უკუგებას იძლევა და ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით განვითარებისკენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა გამარჯვებული მოსწავლეების მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლებს მიღწეული წარმატებები მიულოცა.

"წარმომიდგენია, როგორ გაბრწყინდება საქართველო, როდესაც თქვენ იქნებით მეცნიერების სათავეში და ღმერთმა იცის, კიდევ თითოეული თქვენგანი რა წარმატებებს მიაღწევს. მე ასევე მინდა მივულოცო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ვერ მოხვდნენ საერთაშორისო ეტაპზე, მაგრამ ძალიან ბევრი იშრომეს. მინდა ვუთხრა მათ, გული არ გაიტეხონ, რადგან დაუღალავი და მუხლჩაუხრელი შრომით ყველაფერი შესაძლებელია. კიდევ ერთხელ გილოცავთ", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდებს.
ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მინისტრის მოადგილეები, ოლიმპიადებში გამარჯვებული ბავშვების მშობლები, პედაგოგები და სკოლების დირექტორები დაესწრნენ.
მოსწავლეთა ნაკრები გუნდები მსოფლიო ოლიმპიადებზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წელს ხუთ დისციპლინაში - მათემატიკაში, ინფორმატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში წარადგინა. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის, ვეკუას №42 საჯარო სკოლისა და დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეები ოლიმპიადიდან ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს, სულ 14 მედლით დაბრუნდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა