სახალხო დღესასწაული "შუამთობა 2017" მთა ნათელათშიც აღნიშნეს.
ხულოს რაიონის პრესსამსახურის ინფორმაციით, აგარისა და საციხურის მოიალაღეები უამრავ სტუმართან ერთად გვალმინდორზე შეიკრიბნენ.
ადგილობრივებს სახალხო დღესასწაული მიულოცეს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილე ლაშა ბოლქვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ცეცხლაძემ, გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა. ღონისძიებაზე ტრადიციულად, სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართა. სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები თასებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.

















